1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.03.2013 კანონი №378
- 24.04.2012 კანონი №6061
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. გადაწყვეტილება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. 2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. საქართველოს 2013 წლის 2 2 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 2 7 .03.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(46)
- საქმე №ბს-1095(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
…მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 2.8. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
- საქმე №ბს-909(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2025
…ორგანოს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. დასახელებული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების…
- საქმე №ბს-282(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.09.2025
…ორგანოს, რომელსაც ამავე კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
- საქმე №ბს-714(2კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 27-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგენტოს მისთვის პენსია არ უნდა შეეწყვიტა.
- საქმე №ბს-701(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, (1) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
- საქმე №ბს-1204(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-890(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
- საქმე №ბს-928(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ბს-740(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-328(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2024
- საქმე №ბს-763(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-821(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1318(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-452(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-395(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-675(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-432(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ბს-524(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-1209(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ბს-387(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ბს-637(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ბს-880(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
- საქმე №ბს-56(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-224(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2021
- საქმე №ბს-259(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ბს-1116(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №ბს-800(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-1195(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2018
- საქმე №ბს-464-443(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2008
- საქმე №330310019002927001 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №080310018002676874 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №330310018002297912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №060310017002078098 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №330310017002087839 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310017002046770 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №010310019003033377 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №330310019002927001 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №080310018002676874 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310018002297912 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.01.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 46-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება