1. ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება სათანადო საფუძვლის წარმოშობისას, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების (ნამსახურობის წლების ცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომპენსაციის ოდენობა შემდეგ შემთხვევებში გადაანგარიშდება ავტომატურად, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის გარეშე:
ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;
ბ) კომპენსაციის მიმღები პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევისას, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევისას, მისი მიღწევის თვის მომდევნო თვიდან;
გ) ამ კანონით დადგენილი კოეფიციენტების − ლარის ან/და პროცენტის ან/და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.04.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 03.04.2024 კანონი №4098
- 27.11.2015 კანონი №4579
- 22.03.2013 კანონი №378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება 1. ამ კანონის მე-8,შესაბამისად მე-9,დანიშნული მე-12კომპენსაციის დაოდენობა 151გადაანგარიშდება მუხლებით,სათანადო მე-17საფუძვლის მუხლისწარმოშობისას, მე-4განცხადებისა და მე-5საჭირო პუნქტებითდოკუმენტის/დოკუმენტების და(ნამსახურობის მე-19წლების მუხლისცვლილებისას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების) წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი დარიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტებითპუნქტით გათვალისწინებულგათვალისწინებული პირთაშემთხვევებისა. 2. კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარებაშემდეგ გადაანგარიშებას.შემთხვევებში 2.გადაანგარიშდება კომპენსაციისავტომატურად, გადაანგარიშებაგანცხადებისა ავტომატურადდა განხორციელდება:საჭირო დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის გარეშე: ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობითკანონმდებლობის გათვალისწინებულითანახმად სათანადო ცვლილების შესაბამისად;ძალაში შესვლის თვიდან; ბ) კომპენსაციის მიმღები პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევისას, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულგათვალისწინებული პირთათვისპირის −მიერ 65 წლის ასაკის მიღწევისას, მისი მიღწევის შემთხვევაში,თვის მომდევნო თვისთვიდან; პირველიგ) რიცხვიდან.ამ თავიკანონით IX.დადგენილი კოეფიციენტების − ლარის ან/და პროცენტის ან/და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემამაქსიმალური გასაცემი ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თვიდან; დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-763(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
…ს. რ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის საფუძვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, 320 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ს.
- საქმე №ბს-287(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
ამასთანავე, დასახელებული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12 და 151 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-19 მუხლის პირველი…
- საქმე №ბს-178(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
…პალატამ ასევე მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1, მუხლზე, მე-3 მუხლზე, 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 5.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 6.1, 6.3, 6.5, 16.1, 17.4, 28.1 და 28.2 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს, არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
- საქმე №ბს-187(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.01.2022
ამასთან, ამავე კანონის 28–ე მუხლის თანახმად, 2013 წლის 1 აპრილიდან კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას დაექვემდებარა რიგი ბენეფიციარები, მათ შორის, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
- საქმე №ბს-224(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2021
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მითითებული „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაანგარიშება კავშირში არ არის 2013 წლის პირველი აპრილიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებასთან.
- საქმე №ბს-956-952(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
- საქმე №ბს-427-422(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2015
- საქმე №330310016001467482 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება