1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებს უფლება აქვს:
ა) მიიღოს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები ვალდებულია:
ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.12.2005).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-395-392(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
ამასთანავე, მიუხედავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 25.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ვ.
- საქმე №ბს-753-725(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2008
…სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი მიღების საფუძვლები, რომელთა გაცემაც უნდა მომხდარიყო “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ხსენებული კანონის 25-ე მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 15 მარტამდე უნდა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება