1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;
ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება.
2. მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№664
- ვებგვერდი, 10.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №664
- 24.04.2012 კანონი №6061
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება. 2. მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე. [2. მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-772(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში შედის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
- საქმე №ბს-740(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, 23-ე, 26-ე და 27-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ზ. ხ-ეს 4 წელი, 4 თვე და 25 დღე ნამსახურები აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში.
- საქმე №ბს-356(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2021
…„თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისთვის კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური…
- საქმე №ბს-224(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2021
…კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში შედის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
- საქმე №ბს-1362(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2020
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 მუხლებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-8, 23-ე, 26-ე მუხლებით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის (დანართი №2) მე-2, მე-15 მუხლებით.
- საქმე №ბს-1434(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
- საქმე №ბს-956-952(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
- საქმე №ბს-251-249(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2017
- საქმე №ბს-1073-1062(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2012
- საქმე №330310019002927001 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330310018002257002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №330310017002015153 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №330310016001527949 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2018
- საქმე №140310019002867595 · გორის რაიონული სასამართლო · 16.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება