1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას.
11. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესით. მისი ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%.
2. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება.
3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 21.09.2023 კანონი №3518
- 22.03.2013 კანონი №378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება 1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას. 11. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესით. მისი ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%. 2. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება. 3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-147-138(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2007
მოსარჩელეთა განცხადებით თავის მხრივ ამ უკანასკნელის მე-18 და მე-20 მუხლებით მნიშვნელოვნად იყო შემცირებული მარჩენალის დაკარგვის გამო მოსამართლის ოჯახის წევრებისათვის მისაცემი კომპენსაციის მოცულობა-გარდაცვლილის…
- საქმე №330310018002669310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.12.2019
ამდენად, თუ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მე-6 პუნქტი, 20-წლიან კალენდარულ ნამსახურობაში ითვალისწინებს…
- საქმე №080310018002676874 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.05.2019
კერძოდ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
- საქმე №330310019003048263 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2019
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული…
- საქმე №330310018002669310 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.03.2019
ამდენად, თუ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მე-6 პუნქტი, 20-წლიან კალენდარულ ნამსახურობაში ითვალისწინებს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება