1. საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის (ყოფილიან ყოფილი პარლამენტის წევრის)წევრის გარდაცვალების გამო 1. საქართველოს პარლამენტის წევრის (ყოფილიან ყოფილი პარლამენტის წევრის)წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესმეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-178(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
…შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის,,ა’’ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის თანახმად, მას დაენიშნა პენსია 45 ლარი, ხოლო სამხედრო პენსიონერებზე დამატებით ყოველთვიური ხელფასის დაწესებას საქართველოს კანონმდებლობა არ თვალისწინებს“.
- საქმე №330310018002257002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-7, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის მეორე პუნქტი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება