წინა რედაქცია (01.11.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. კომპენსაცია საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. [თავითავი VI1VI1. . კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
კასატორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსისი 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ეს პირდაპირ და უშუალო (იდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშულ სარჩელთან ერთად დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
…კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება;
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად გაიცა 2017 წლის 21 თებერვლის №4----- ცნობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, მუხლი 22, №2549, 27.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.128 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25432/muxli-22/