1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – კომპენსაციის შეჩერების დღიდან;
ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;
ი) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას;
კ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2710 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.76
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი № 5578- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 24.04.2012 კანონი №6061
- 25.05.2012 კანონი №6317
- 20.12.2011 კანონი №5578
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტა 1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას; დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება; ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – კომპენსაციის შეჩერების დღიდან; ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ი) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას; კ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. 2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174 საქართველოს 202010 10 წლის 9 მარტმარტის ის კანონი №2710 - სსმ I, №№12, 12,24.03.2010წ., 24. 03.20 10 წ., მუხ. 76მუხ.76
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
აპელირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ კასატორი მოკლებული იყო ფაქტობრივ შესაძლებლობას მიეღო კომპენსაცია, ვინაიდან მის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული უკანონო სასამართლო განაჩენი, აღნიშნულის საფუძვლით კი უკანონოდ შეეზღუდა კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლება.
- საქმე №ბს-1128(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
კასატორის თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევებით, კერძოდ: არასწორად განმარტა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი, მე-3- მე-6 და 31-ე მუხლები, არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, აგრეთვე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის…
- საქმე №ბს-259(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
…ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი მოთხოვნის შემცველი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის პირობებში ( კანონის 27-ე მუხლი). ამავე კანონის 31.1 მუხლის „ა-კ“ ქვეპუნქტები შეიცავს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის კონკრეტულს საფუძვლებს, ხოლო 31.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი მიუთითებს კომპენსაციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე „სხვა საფუძვლით“, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
- საქმე №ბს-510(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელე ბ.
- საქმე №ბს-1273(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, კერძოდ, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
- საქმე №ბს-118(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
- საქმე №ბს-666-666(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-395-392(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
- საქმე №ბს-251-249(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2017
- საქმე №ბს-151-149(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2016
- საქმე №ბს-77-75(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2015
- საქმე №330310016001471876 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330310018002557559 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310016001535567 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2018
- საქმე №330310016001471876 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310016001468184 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2018
- საქმე №330310018002736994 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310018002748071 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330310018002557559 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310018002473506 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება