სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
2. გამგებლის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №58, 23.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2553421-1/