სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
2. გამგებლის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
+
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრბულოს
დადგენილება №58
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).
2.
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
1. დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).
2. ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
+
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
+
მუხლი 1🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
+
მუხლი 2🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირებისა - მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
+
მუხლი 3🔗
1. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
2. გამგებლის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №58, 23.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2553421-2/