ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2360 ლარის ოდენობით.
+
მუხლი 2
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2360 ლარის ოდენობით.
+
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №37, 14.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2579152-1/