ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 14 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2360 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2360 ლარის ოდენობით.
+
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №37, 14.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2579152-2/