იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №56
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.09.2019 წ.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში – აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.
2. აფხაზეთის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითა და კანონებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. შეიქმნას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.
31. დამტკიცდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის უზრუნველყოფის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
3. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.
1. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
4. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მინისტრის აპარატის მმართველობისა და საქმიანობის სფეროს და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარების კუთხით სათანადო ინიციატივების, წინადადებების, პროექტების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა;
ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
თ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
მინისტრის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
ი) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
ლ) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
მ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ო) მინდობილ მიმართულებებთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
პ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა
ჟ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწვს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, მათ მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.
1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.
2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
3. მინისტრის აპარატის შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
4. მინისტრის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, მინისტრის აპარატის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს.
3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
1. მინისტრის აპარატის სისტემა მოიცავს:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ბ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
გ) სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ.ა) პროგრამული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის აპარტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე მინისტრის აპარატის საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) მინისტრის აპარატის კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) მინისტრის აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) მინისტრის აპარატის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;
ი) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგი, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;
ლ) მინისტრის აპარატის სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
მ) მინისტრის აპარატის სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის აპარატის ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ო) მინისტრის აპარატის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
პ) მინისტრის აპარატის სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ჟ) მინისტრის აპარატის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
რ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ს) მინისტრის აპარატის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ტ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინისტრის აპარატში სავალდებულოდ წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მინისტრის აპარატში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ე) მინისტრის აპარატის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
ი) სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ნ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;
ჟ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქლაქო ინტეგრაციის მიმართულებით მინისტრის აპარატის საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესუსრსით);
ი) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაციის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით:🔗

აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში - მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
3. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.
4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
4. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
მინისტრის აპარატის მმართველობისა და საქმიანობის სფეროს და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
ბ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ბ2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების მომზადება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარების კუთხით სათანადო ინიციატივების, წინადადებების, პროექტების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა;
დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
ვ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
თ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
მინისტრის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა;
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის გამოვლენა და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა.
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის, საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ვ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირება, შევსება და საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვა, აღწერა, დაცვა, შენახვა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
ზ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ი) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
კ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
ი) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ლ) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
კ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
მ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ო) მინდობილ მიმართულებებთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
ნ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელებაში ჩართულობა;
პ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა
ო) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ჟ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მინისტრის აპარატის შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწვს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, მათ მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
1. მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2020 წ.
1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.
2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
3. მინისტრის აპარატის შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
4. მინისტრის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, მინისტრის აპარატის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრსა და მინისტრის შესაბამის მოადგილეს კურაციის სფეროს მიხედვით.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს.
3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის ან/და კურატორ მინისტრის მოადგილის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის შიდა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
თ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, კურატორის მინისტრის მოადგილის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
1. მინისტრის აპარატის სისტემა მოიცავს:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი):
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს;
ა.ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს.
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველო;
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ბ) იუსტიციის დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ბ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
გ) სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ) სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ.ა) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველო.
გ.ა) პროგრამული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო;
2. მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროშია საქვეუწყებო დაწესებულება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო.
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ა) მინისტრის აპარტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე მინისტრის აპარატის საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) მინისტრის აპარატში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია; დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზება;
გ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
დ) მინისტრის აპარატის კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) მინისტრის აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვა; შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
ვ) მინისტრის აპარატის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) მინისტრის აპარატის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის აპარატის ვებგვერდის პერიოდული განახლება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ვებგვერდზე განთავსება, მინისტრის აპარატის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
თ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ი) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
2. ადმინისტრაცია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულების:
კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგი, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;
ა) საქმისწარმოების სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
ლ) მინისტრის აპარატის სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ა.ა) მინისტრის ბრძანებების (გარდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანებების) პროექტების მომზადებას, ბრძანებების რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას;
მ) მინისტრის აპარატის სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ა.ბ) საქმისწარმოების ორგანიზებას, რაც მოიცავს: მინისტრის აპარატში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროულ მიწოდებას; კორესპონდენციების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს; ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; სხდომების საოქმო წარმოებას;
ნ) მინისტრის აპარატის ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ა.გ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
ო) მინისტრის აპარატის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიული გამოქვეყნებას;
პ) მინისტრის აპარატის სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ა.ე) მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
ჟ) მინისტრის აპარატის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
ა.ვ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოებას;
რ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ა.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ს) მინისტრის აპარატის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
ტ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
ბ.ა) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობასა და დაგეგმვას. ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას; სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელებას;
უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ.ბ) მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებასა და სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;
ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზებას; სტაჟიორების (პრაქტიკანტების) შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების (პრაქტიკის) გავლის უზრუნველყოფას;
ბ.დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობას;
ბ.ე) მოხელეთა სამუშაო აღწერილობების პროექტების მომზადებას;
ბ.ვ) მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ.ზ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
ბ.თ) მოხელის კარიერული განვითარების და გადაადგილებისას მის მიერ შესრულებული დოკუმენტური მასალის, კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატის შერჩევასა და წარდგენას;
ბ.ი) მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების პროცესის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღებას; მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადების წარდგენას; მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებასა და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;
ბ.კ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების საფუძველზე მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენასა და მინისტრისათვის წარდგენას;
ბ.ლ) მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავებას, დანერგვასა და დახვეწას;
ბ.მ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგს, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოებას, აღრიცხვასა და ანალიზს;
ბ.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
გ.ა) მინისტრის აპარატის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
გ.ბ) მინისტრის აპრატის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით ბიუჯეტის ფორმირებას;
გ.გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის აპარატის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებას;
გ.დ) მინისტრის აპარატის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ.ე) მინისტრის აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელებას, ნაერთი ანგარიშგების შედგენას და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში წარდგენას;
გ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინისტრის აპარატის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვას, ორგანიზებას და განხორციელებას;
გ.ზ) მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოებას;
გ.თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაციას და კონტროლს;
გ.ი) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დამატებული ვალდებულების, მოთხოვნის, განაცხადის, ხელშეკრულების დამოწმებას;
გ.კ) მინისტრის აპარატის უძრავი და მოძრავი ქონების მიღებასა და აღრიცხვას;
გ.ლ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღებას და მათი სატენდერო კომისიისათვის გაცნობას, ოქმებისა და წერილების მომზადებას, ასევე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;
გ.მ) მინისტრის აპარატის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკასა და გამართულ მუშაობას;
გ.ნ) მინისტრის აპარატის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას;
გ.ო) შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზებას;
გ.პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
1. სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინისტრის აპარატში სავალდებულოდ წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მინისტრის აპარატში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვა;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;
დ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობა;
ე) მინისტრის აპარატის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა;
ვ) მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
ი) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ი) სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობა;
კ) მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
2. იუსტიციის დეპარტამენტი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულების:
მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
ნ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ა.ა) სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
ა.ბ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას;
პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;
ა.გ) ნორმატიული აქტების საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლას და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადებას;
ჟ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ა.დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენას, აღმოფხვრის უზრუნველყოფასა და სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენას;
რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ა.ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესწავლას და ანალიზს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელების მიზნით;
ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ა.ვ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სხვადასხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ტ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მონაცემთა ერთიანი ელექტრონული და მატერიალური ბაზის წარმოებასა და სრულყოფას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი, სისტემატიზებული ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობას;
ა.თ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მინისტრის აპარატისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;
ა.კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის სამართლებრივ საკითხებზე მეთოდიკურ-პრაქტიკული დახმარების გაწევასა და სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას;
ა.ლ) მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრის აპარატში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ა.მ) მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვას;
ა.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
ბ.ა) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათთვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას;
ბ.ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოვლენილი ადამიანის უფლებათა პრობლემატური საკითხების შესწავლასა და ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციას;
ბ.გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით იდენტური ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებების მოძიებას, ანალიზსა და სისტემატიზაციას;
ბ.დ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ.ე) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ბ.ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარებას;
ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის აპარატის კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, უმაღლესი საგანმანათლებლო თუ სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას;
ბ.თ1) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემას, შესაბამისი სტრატისტიკური ანგარიშების მომზადების მიზნით;
ბ.ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
1. სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
1. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქლაქო ინტეგრაციის მიმართულებით მინისტრის აპარატის საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღამსრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების მომზადება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
დ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
ე) მინისტრის აპარატის საინფორმაციო მომსახურების გაწევას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
2. სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს მეშვეობით უზრუნველყოფს:
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ა) მინისტრის აპარატის საინფორმაციო მომსახურების გაწევას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;
თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესუსრსით);
ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში მათ ანალიზსა და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციების მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით;
ი) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
ვ) დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით აფხაზეთის მოსახლეობასთან (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან) კომუნიკაციას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
მუხლი 13.🔗
1. მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №56
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.09.2019 წ.
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაციის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით:🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში – აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.
2. აფხაზეთის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითა და კანონებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. შეიქმნას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.
31. დამტკიცდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.09.2019 წ.
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
მუხლი 1🔗
1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის უზრუნველყოფის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
3. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.
მუხლი 2🔗
1. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
4. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მუხლი 3🔗
მინისტრის აპარატის მმართველობისა და საქმიანობის სფეროს და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარების კუთხით სათანადო ინიციატივების, წინადადებების, პროექტების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა;
ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
თ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
მუხლი 4🔗
მინისტრის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
ი) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
ლ) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
მ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ო) მინდობილ მიმართულებებთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
პ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა
ჟ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
მუხლი 5🔗
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწვს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, მათ მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
1. მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.
2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
3. მინისტრის აპარატის შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
4. მინისტრის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, მინისტრის აპარატის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 8🔗
1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს.
3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9🔗
1. მინისტრის აპარატის სისტემა მოიცავს:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს;
ა) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ:
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს.
ბ.ა) საქვეუწყებო დაწესებულებას – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს;
ბ.ბ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ბ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
გ) სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ.ა) პროგრამული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
მუხლი 10🔗
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის აპარტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე მინისტრის აპარატის საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) მინისტრის აპარატის კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) მინისტრის აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) მინისტრის აპარატის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;
ი) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგი, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;
ლ) მინისტრის აპარატის სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
მ) მინისტრის აპარატის სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის აპარატის ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ო) მინისტრის აპარატის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
პ) მინისტრის აპარატის სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ჟ) მინისტრის აპარატის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
რ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ს) მინისტრის აპარატის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ტ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
1. სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინისტრის აპარატში სავალდებულოდ წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მინისტრის აპარატში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ე) მინისტრის აპარატის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
ი) სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ნ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;
ჟ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗
1. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქლაქო ინტეგრაციის მიმართულებით მინისტრის აპარატის საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესუსრსით);
ი) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗
1. მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 17.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2582191-6/