იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №56
2014 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში -აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.
2. აფხაზეთის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითა და კანონებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. შეიქმნას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში სათანადო ცვლილების შეტანის მიზნით.
5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის შესაბამისად „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში - მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
3. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
4. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
6. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
7. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
8. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 42.
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენის მიზნით, ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ბ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების მომზადება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისა და სოციალური კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ე) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
თ) მინისტრის აპარატის მიერ დასახული ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ი) გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ნდობის აღდგენასა და შერიგებასთან დაკავშირებულ საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კოორდინაცია;
ლ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა და პერსონალი
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს მინისტრის აპარატის შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
მ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. მინისტრს ჰყავს 2 (ორი) მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.
1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. მინისტრის აპარატის მოხელეთა უფლებამოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. მინისტრის აპარატში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც, მინისტრის ბრძანებით დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კურაციის სფეროს მიხედვით.
3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
ე) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ვ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, კურატორი მინისტრის პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მინისტრის აპარატის სტრუქტურა
მინისტრის აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) დიასპორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.
ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება, ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში, მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
დ) მინისტრის აპარატში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროული მიწოდება;
ე) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო–საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება, ნამსახურობის მიხედვით საპენსიო საბუთების გაფორმება, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და მინისტრის აპარატის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ი) მინისტრის აპარატში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა;
ლ) მინისტრის აპარატის შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის აპარატის ვებგვერდის პერიოდული განახლების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ვებგვერდზე განთავსების, მინისტრის აპარატის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელების უზრუნველყოფა;
ნ) სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის გაყოფილი საზოგადოების ნდობის აღდგენისა და შერიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის მიღება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
დ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიური ურთიერთობების, თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა.
დიასპორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ აფხაზეთის მოსახლეობას შორის დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის განახლების, ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების, უხუცესთა, დიასპორების, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებების და მათ წამომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და დაინტერესებულ ფიზიკური და იურიდიულ პირების შეხვედრების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების შემუშავება და მთავრობისათვის წარდგენა;
ბ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ აფხაზეთის მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი პროექტების შემუშავება;
გ) ამ დებულებით დადგენილი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება და სპონსორების მოძიება;
დ) მინისტრის აპარატის მიერ დასახული ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება.
დასკვნითი დებულებები
1. მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.09.2019 წ.
მუხლი 1. „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის შესაბამისად:🔗
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაციის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით:🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში – აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.
3. შეიქმნას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.
31. დამტკიცდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.09.2019 წ.
აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.02.2021 წ.
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სამართალშემოქმედების, ადამიანის უფლებათა დაცვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის უზრუნველყოფის, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით.
1. ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის შესაბამისად „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
3. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
4. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17ე.
მუხლი 2🔗
1. მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. მინისტრის აპარატი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
4. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მუხლი 3🔗
მინისტრის აპარატის მმართველობისა და საქმიანობის სფეროს და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
გ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისა და სოციალური კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება;
ა) იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში - სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადების დისტანციურად მიღება;
ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარების კუთხით სათანადო ინიციატივების, წინადადებების, პროექტების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა;
ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სამართლებრივ საკითხებზე;
თ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 07.10.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.10.2024 წ.
მუხლი 4🔗
მინისტრის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ბ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი და პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამართლებრივ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვ.) ჩატარება;
ვ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის სრული ადმინისტრირება;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენა;
თ1) სააგენტოსთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;
ი) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
ლ) დასახული ამოცანების განსახორციელებლად, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა/ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
მ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
ო) მინდობილ მიმართულებებთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
პ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა
ჟ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 07.10.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 5🔗
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწვს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, მათ მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს მინისტრის აპარატის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ზ) დადგენილი წესით მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ი) უფლებამოსილია მინისტრის აპრატის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;
ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, მინისტრის აპარატის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ო) კანონით დადგენილი წესით აჩერებს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
მუხლი 6🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის მოადგილე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
მუხლი 7🔗
1. მინისტრის აპარატი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.
2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის აპარატის შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
3. მინისტრის აპარატის შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
4. მინისტრის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მინისტრის აპარატში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, მინისტრის აპარატის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 8🔗
1. მინისტრის აპარატის თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს.
3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9🔗
1. მინისტრის აპარატის სისტემა მოიცავს მის მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულებას – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს.
2. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ბ) იუსტიციის დეპარტამენტი:
ა) აფხაზეთის გაყოფილი საზოგადოების ნდობის აღდგენისა და შერიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
ბ.ა) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
ბ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო;
გ) სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი:
გ.ა) პროგრამული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 07.10.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მინისტრის აპარტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ა) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ აფხაზეთის მოსახლეობას შორის დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის განახლების, ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების, უხუცესთა, დიასპორების, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებების და მათ წამომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და დაინტერესებულ ფიზიკური და იურიდიულ პირების შეხვედრების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და პროექტების შემუშავება და მთავრობისათვის წარდგენა;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე მინისტრის აპარატის საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) მინისტრის აპარატის კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) მინისტრის აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) მინისტრის აპარატის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;
ი) მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ მონაცემების მონიტორინგი, მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების შესაბამისი დოკუმენტის წარმოება, აღრიცხვა და ანალიზი;
ლ) მინისტრის აპარატის სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
მ) მინისტრის აპარატის სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის აპარატის ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
ო) მინისტრის აპარატის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
პ) მინისტრის აპარატის სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ჟ) მინისტრის აპარატის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
რ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ს) მინისტრის აპარატის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ტ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1.იუსტიციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინისტრის აპარატში სავალდებულოდ წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მინისტრის აპარატში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ე) მინისტრის აპარატის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
ი) სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
ნ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება,;
პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;
ჟ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში - სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;
უ) ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავება და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემა;
ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის ხელშეწყობა;
ქ) აფხაზეთის მკვიდრთათვის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
ქ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება;
ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 07.10.2024წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 08.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 12🔗
1. სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქლაქო ინტეგრაციის მიმართულებით მინისტრის აპარატის საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;
ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) აფხაზეთის მოსახლეობის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესუსრსით);
ი) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗
2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.11.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016121.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 17.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2582191/