ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2014 ბოლო ცვლილება 10.03.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№667
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.018287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №667

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
+
მუხლი 1
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;

ე) საქართველოს დედაქალაქში - თბილისში საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანა. 

+
მუხლი 2
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“, №667, 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018287 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2602964-1/