ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;
ე) საქართველოს დედაქალაქში - თბილისში საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანა.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №667
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
+
მუხლი 1
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ა1) ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;
ე) საქართველოს დედაქალაქში – თბილისში საბაგირო გზით − „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით − „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით − „უნივერსიტეტი-ბაგები“ − მგზავრთა გადაყვანა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №419 - ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 12.04.2021წ.
+
მუხლი 2
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“, №667, 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018287 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2602964-2/