|
|
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74
|
|
2014 წლის 15 დეკემბერი
ქ. დმანისი
|
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
+
მუხლი 1
განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ოდენობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
+
მუხლი 2
საკრებულოს წევრისთვის, (გარდა თანამდებობის პირებისა)
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული თანხის ანაზღაურება მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
საკრებულოს აპარატის უფროსი, ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას,სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს,საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №26 დადგენილება (ვებგვერდი, 02/12/2013 წ.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016144„ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვრიდან.
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | ლერი ბერუაშვილი |
|