დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საკრებულოს აპარატის უფროსი, ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას,სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს,საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.
|
+
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74
2014 წლის 15 დეკემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ოდენობა 435 (ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.01.15 წ.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 02.09.15 წ.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 02.04.18 წ.
+
მუხლი 2
საკრებულოს წევრისთვის, (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული თანხის ანაზღაურება მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
1. საკრებულოს აპარატის უფროსი, ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას, სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.
2. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 50 ლარი, ხოლო საკრებულოს ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის - 30 ლარი.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიის, ფრაქციის და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
4. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე მან ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.01.2016წ.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №26 დადგენილება (ვებგვერდი, 02/12/2013 წ.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016144„ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვრიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №74, 15.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.156.016192 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2623950-3/