ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2014 ძალადაკარგული 27.04.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
+



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა

+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ოდენობა
საკრებულოს წევრებს მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები:

ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლებთან ურთიერთობა;

გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;

დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.

ხობი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N9 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. 


+
მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.03.2023წ.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

  2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, კერძოდ: საკრებულოს თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 40 (ორმოცი) ლარის და  საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

   ხობი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N1 - ვებგვერდი, 28.01.2015წ. 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.03.2023წ.


+
მუხლი 4. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №44, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2664010-3/