ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. ხობი |
|
+
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა
+
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ოდენობა
ა)
საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;ბ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;გ)
საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;დ)
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
1.
ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას მის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ ადასტურებს ან უარყოფს საკრებულოს თითოეული წევრის მიერ წერილობით ინფორმაციაში ასახულ მონაცემებს.2.
საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 20 (ოცი) ლარის ოდენობით.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლებთან ურთიერთობა;
გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.
ხობი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N9 - ვებგვერდი, 28.01.2015წ.
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.03.2023წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, კერძოდ: საკრებულოს თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 40 (ორმოცი) ლარის და საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
ხობი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება N1 - ვებგვერდი, 28.01.2015წ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.03.2023წ.
+
მუხლი 4. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2023.
- როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.12.2014. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.106.016143.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №44, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2664010/