„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №251 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ამ ბრძანებით იხელმძღვანელონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, თუ ისინი არიან სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები. 3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით. 4. მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) იმავე წლის 1 აგვისტომდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 20.04.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 21.05.2018წ. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №429, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016713 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2665062-5/