„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2014 ძალადაკარგული 02.09.2020
ნომერი
№429
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №429

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №251 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.


+
მუხლი 1

2. ამ ბრძანებით იხელმძღვანელონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, თუ ისინი არიან სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.

3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით.

4. მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) იმავე წლის 1 აგვისტომდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 20.04.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 მაისის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 21.05.2018წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №429, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016713 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2665062-6/