სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
| სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტების, 184 მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 23.02.2018წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი N1, N2, N3, N4, N5). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1318 ბრძანება; ბ) ,,ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის N336 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №424, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2665096-7/