ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-90 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.
გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს;
დ) ფიზიკური პირისთვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:
დ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;
დ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და/ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.
ა) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;
ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-41 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების -რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერის“ და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების-უბნების საზღვრების აღწერის“ საფუძველზე;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).
|
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ა) სათიბების და საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული):
ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის:
დანართი №2 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)
შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.2.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:
ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს, ხოლო საქმიანობისათვის სპორტის დარგში, (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით ,,უნივერსიტეტი-ბაგები“, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მათ მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,001%-ს 2025 წლის 1 იანვრამდე;
ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის–საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, მის ბალანზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული (მათ შორის იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
დ) ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) შვეულმფრენების, თვითმფრინავების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილების, არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №18-68 - ვებგვერდი, 21.07.2015წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის დადგენილება №6-21 - ვებგვერდი, 22.03.16 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №33-95 - ვებგვერდი, 30.12.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-120 - ვებგვერდი, 03.01.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №49-94 - ვებგვერდი, 26.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-3 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-108 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ ჰექტარზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგნაირად: გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე, ამასთან:
3.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ ჰექტარზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.4.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგნაირად: გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე, ამასთან:5. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:
5.
ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილება;
71. (ამოღებულია).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის დადგენილება №6-21 - ვებგვერდი, 22.03.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-120 - ვებგვერდი, 03.01.2019 წ.
72. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის სპორტის დარგში, (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 და 93.13) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), მიწისზედა ელექტროტრანსპორტითა და საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (0,001%) გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზეც.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №49-94 - ვებგვერდი, 26.11.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №3-3 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-108 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.
8. დადგენილება ძალაშია ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
6.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.7.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილება;8.
დადგენილება ძალაშია ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
+
დანართი №1
20
16
ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: დასახელება განაკვეთი (ლარი/ჰა) 1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა))100
2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი95
3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება82
დანართი №2
№
ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი 1 კვ.მ მიწის წლიური განაკვეთი1.
მთაწმინდის რაიონის „ვერა“ და „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნები გარდა „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული იმ ტერიტორიისა, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე
1.5
0.362.
„მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე“
1.0
0.243.
მთაწმინდის რაიონის „კიკეთი, კოჯორი“ და „წავკისი, შინდისი, ტაბახმელას“ უბნები1.0
0.244.
ვაკის რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი1.5
0.365.
ვაკის რაიონის „ნუცუბიძის მიკრორაიონები“ და „ვაჟა-ფშაველას კვარტლების“ უბნები1.3
0.316.
ვაკის რაიონის „წყნეთის“ უბანი1.0
0.247.
საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვარის“ უბანი 1.15 0.288.
საბურთალოს რაიონის „ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალო“ და „კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის“ უბნები1.3
0.319.
დიდუბის რაიონი1.3
0.3110.
ჩუღურეთის რაიონის „ზემო ჩუღურეთის“ უბანი1.1
0.2611.
ჩუღურეთის რაიონის „ქვემო ჩუღურეთის“ უბანი1.5
0.3612.
ნაძალადევის რაიონი1.1
0.2613.
გლდანის რაიონი1.1
0.2614.
სამგორის რაიონი1.1
0.2615.
ისნის რაიონი1.2
0.2916.
კრწანისის რაიონი1.2
0.29შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ მიღებულია 30.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20-90. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.101.016108.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“, №20-90, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.101.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2668661/