ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;
გ) საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 1,0 ლარის ოდენობით.
ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;
ბ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
გ) თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;
დ) თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ე) თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;
ვ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;
ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებს;
ი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“;
კ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს;
ლ) შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს.
2. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებს;
ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:
ბ.ა) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები;
ბ.დ) თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები, ქართული ფოლკლორის სასახლე, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;
ბ.ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპეციალიზებული დაწესებულებები (სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, დღის ცენტრები და სათემო ორგანიზაციები);
გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში;
დ) თბილისში რეგისტრირებულ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს;
ე) თბილისში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
ვ) საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს;
ზ) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებულ უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს;
თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებს;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს.
3. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
4. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირებს – მგზავრობის ტარიფის 50%-ანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება.
ა) „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილება;
ბ) „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილება.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“, №20-81, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016086 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2669691-1/