ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2014 ბოლო ცვლილება 30.06.2023
ნომერი
№20-81
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.101.016086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (9)

6
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
18.03.2022
7

27.12.2021
8

15.06.2021
9
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
27.04.2021

წინა ცვლილებები (13)

10
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
05.03.2021
11

22.12.2020
12

06.11.2020
13

01.10.2020
14
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
08.09.2020
15
“საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
14.07.2020
16
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
16.08.2019
17
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
25.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-81

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №25-74 - ვებგვერდი, 13.10.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-23  - ვებგევრდი, 03.04.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 165-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
 
+
მუხლი 1
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;

გ) საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 1,0 ლარის ოდენობით;

დ) საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 2,5 ლარის ოდენობით;

ე) მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ფასი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით.
2. საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი – კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას ველოსიპედის ერთი მიმართულებით გადატანის ტარიფი დამტკიცდეს 1,0 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №25-74 - ვებგვერდი, 13.10.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 მაისის დადგენილება №9-37 - ვებგვერდი, 11.05.2017 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
+
მუხლი 2
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს;

ბ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;

დ) თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე)  თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ვ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;

ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;

თ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს;

ი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“;

კ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს;

ლ) შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს;

ლ​1) შპს „ჰერმესში“ მომუშავე ტექნიკურ მუშაკებს (მესაფლავეებს);

მ) ქალაქ თბილისში,  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი;

ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის“ თანამშრომლებს.

ო) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.

2.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტებს;

ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:

ბ.ა) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.გ)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალები (ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატები, ბავშვთა სახლები) და სტრუქტურული ერთეულები (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები);

ბ.დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;

ბ.ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;

ბ.ვ) (ამოღებულია - 27.03.15 №6-24);

გ) თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში;

დ) (ამოღებულია - 29.03.19 №40-23);

ე) თბილისში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

ვ) (ამოღებულია - 27.03.15 №6-24);

ზ) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებულ უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს;

თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებს;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დასაქმებულ სოციალურ აგენტებს;

ი​1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში − თბილისის რაიონულ ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს.

3.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით  (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

4. (ამოღებულია - 08.05.17, №9-37).

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  განსაზღვროს სამგზავრო პლასტიკური ბარათებისა და თითოეული ბარათით მგზავრობის განხორციელების რაოდენობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება №6-24 - ვებგვერდი, 27.03.2015 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №33-134 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №25-74 - ვებგვერდი, 13.10.2016 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 მაისის დადგენილება №9-37 - ვებგვერდი, 11.05.2017 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-23  - ვებგევრდი, 03.04.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ივნისის დადგენილება №43-50 - ვებგვერდი, 27.06.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №63-100 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება  №64-105 - ვებგვერდი, 05.10.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №70-131 - ვებგვერდი, 23.12.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
+
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების შემდეგი სისტემა: ავტობუსებსა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო) მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი, მგზავრობის ტარიფის/ფასის ამ ბარათით ან გადახდის საშუალებით 0,5 ლარის გადახდის შემდეგ, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე პირი, მისი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №45-72 - ვებგვერდი, 20.08.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
+
მუხლი 3​1
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფი/ფასი, მე-2 მუხლით განსაზღვრული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლება და მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემა გავრცელდეს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ  სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №66-118 - ვებგვერდი, 10.11.2020 წ.
 
+
მუხლი 4
ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით, მე-2 და მე-3 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფით და ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-77 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
+
მუხლი 4​1
ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 მუხლებით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის დადგენილება №76-11 - ვებგვერდი, 09.03.2021 წ.
 
+
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №8-30 გადაწყვეტილება;

ბ) „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.01.709 დადგენილება.

+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“, №20-81, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016086 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2669691-13/