საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2015 ძალადაკარგული 23.03.2021
ნომერი
№01-1/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-1/ნ

2015 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);
ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება (დანართი 2);
გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულება (დანართი 3);
დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულება (დანართი 4);
ე) იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 5);
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (დანართი 6);
ზ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება (დანართი 7);
თ) (ამოღებულია - 08.05.2017,№01-24/ნ);
ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება (დანართი 9);
კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება (დანართი 10);
ლ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება (დანართი 11);
მ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება (დანართი 12).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.04.2015წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 თებერვლის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 23.02.2017წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
+




დანართი 1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 თებერვლის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 23.02.2017წ.

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
 

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);
დ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
ვ)  პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;
ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა;
თ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და აღრიცხვა;

თ​1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;

ი) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

კ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;
მ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);
ნ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
ო) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
პ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა;
ჟ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა;
ს) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის:
ა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველო.


მუხლი 4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციები
1. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა.
2. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა.
3. საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება).
4. სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება.
5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა.
6. კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება და სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება.
7. პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა.
8. სამინისტროს მიერ დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება.
9. სამინისტროში დაგეგმილი აუდიო-ვიდეო კონფერენციების ორგანიზება და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა.
10. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.
11. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.
12. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობა.
13. სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია დონორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საკონსულოებთან, საქართველოს მისიებთან საზღვარგარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ სამდივნოებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
14. სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა.
15. საგრანტო პროექტებზე მიღებული ინფორმაციის გავრცელება შესაბამის სამსახურებთან და მათგან დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.
16. სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
17. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია.
18. სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების ასახვის უზრუნველყოფა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
19. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა.
20. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი სამსახურების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია და უზრუნველყოფა.
21. მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
22. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
 

მუხლი 5. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები
1. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
2. თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის უფროსისთვის.
3. სამინისტროს თანამშრომელთა დოკუმენტაციის (წესდება, საშტატო განრიგი, სამუშაო აღწერილობები, ორგანიზაციული სტრუქტურა/ორგანოგრამა) შესწავლა, რეკომენდაციების მომზადება და განახლება შესამაბის დეპარტამენტებთან ერთად.
4. ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელია სამინისტროს ფუნქციონირების ეფექტურობის შეფასებისთვის.
5. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გაცემული დავალებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი.
6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების (თანამშრომლები) თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, მათ მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების/მოხსნის, ასევე შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება.
 7. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) პირადი საქმეების წარმოება და სხვა დოკუმენტაციის მართვა, საჭიროებისამებრ შესაბამისი ჩანაწერის შეტანა შრომის წიგნაკებსა და ჩანართ ფურცლებში.
8. მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგინებების მომზადება.
9. სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.
10. სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა.
11. შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად.
12. სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში სტაჟირების პროგრამის დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა.
13. სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება.
14. დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მინისტრის მიერ დასანიშნი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და განხორციელების უზრუნველყოფა.
15. შრომითი ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება.
16. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე მოქალაქეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
17. სამინისტროს მოსამსახურეთათვის შრომითი ურთიერთობის თაობაზე კონსულტაციის გაწევა.
18. კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება (ინფორმაციის მოძიება, დამუშავება,  წერილის მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიწოდება).
19. საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაცია კანონით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით.
20. სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადება.
21. მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
22. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
 

მუხლი 6. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების ფუნქციები და ამოცანები
მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება;
გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა;
დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების საუბრის ჩანაწერებისა და თათბირების ოქმების შედგენა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ თათბირების, შეხვედრებისა და სხდომების გადაწყვეტილებებზე, ასევე, მათ მიერ გაცემული ცალკეული დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.
5. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ან სხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ, კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დოკუმენტებს;
დ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ;
ე) იბარებს ანგარიშს დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
თ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემიების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
 

მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
 

მუხლი 9. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
 

მუხლი 10. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. სამმართველოს უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს.
 

მუხლი 11. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები
1. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;
ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 2

ს აქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 თებერვლის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი,  09.02.2016წ.

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სამინისტროს დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით, იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.

4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან - ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.

5. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია, იყოს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

6. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

1. დეპარტამენტის მიზანია განახორციელოს დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, გააანალიზოს და შეაფასოს სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულება, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვა, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენება, ამოცანების ეფექტური შესრულება და, შედეგად, სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევა.

2. დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით კანონშესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;

გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში კანონდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა, რეაგირება, გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

 მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას სამინისტროსა და სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

გ) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს სისტემაში არსებული ყველა მაკონტროლებელი დაწესებულების (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), ან/და ამ დაწესებულებების შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურების საქმიანობას, მოითხოვოს და მიიღოს შემოწმების გეგმები, შემოწმების მასალები, გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

ე) განახორციელოს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება, გამოავლინოს შესაბამის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს კანონშესაბამისი რეაგირება.

2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

მუხლი 5. დეპარტამენტის მოვალეობანი

1. დეპარტამენტი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

2. შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

3. შიდა აუდიტისა და სამსახურებრივი შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს, მინისტრთან შეთანხმებით.

4. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის:

ა) შიდა აუდიტის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო.

მუხლი 7. შიდა აუდიტის სამმართველო

1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროსა და, საჭიროებისამებრ, მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;

ე) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

ვ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების შეფასება;

ზ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ლ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის, ანგარიშის შედგენა;

მ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. შიდა აუდიტის სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ინსპექტირების სამმართველო

1. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დისციპლინის, კანონიერების, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებასა და დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის (დასკვნის) შედგენა და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება/გაცემა;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების შესწავლა სათანადო ინფორმაციის/შეტყობინების საფუძველზე და შესაბამისი რეაგირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

ზ) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმების შედგენისას კოორდინაციის განხორციელება;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან, საჭიროებისამებრ, ანგარიშების გამოთხოვა და მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება/გაცემა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ინსპექტირების სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. შიდა აუდიტის ჩატარების ზოგადი წესი, აუდიტის ანგარიში

1. შიდა აუდიტი ტარდება დამტკიცებული წლიური გეგმისა და/ან მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება აუდიტის ობიექტის დასახელება, აუდიტის საგანი, საფუძველი, პერიოდი, აუდიტის სახე, ჩატარების ვადები და აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობა.

2. აუდიტის განმახორციელებელი ჯგუფი აუდიტს ატარებს ინდივიდუალური გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი და რომელიც წარედგინება აუდიტის ობიექტს აუდიტის განხორციელებამდე.

3. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.

4. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

5. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:

ა) სისტემური აუდიტი;

ბ) შესაბამისობის აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

6. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

7. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

8. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად.

9. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

10. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

11. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს.

12. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

მუხლი 10. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი

1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის, ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტის ანგარიში და სხვა.

2 . სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დგება დასკვნა/ინფორმაცია, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი. მასში აისახება მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია, გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების ანალიზი, წინადადებები, რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

3 . დასკვნა/ინფორმაცია გასაცნობად და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს და სამსახურებრივი შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს და/ან მის ზემდგომს.

მუხლი 11. შიდა აუდიტის დაგეგმვა, დეპარტამენტის ანგარიშგება

1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;

გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

5. დეპარტამენტი ამზადებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, რომლებშიც აისახება:

ა) ინფორმაცია განხორციელებული გეგმური და არაგეგმური შიდა აუდიტის შესახებ;

ბ) დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);

გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;

დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;

ე) ინფორმაცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათი აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციებისა და გატარებული ღონისძებების შესახებ;

ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა;

ზ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.

6. შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო კვარტალური ანგარიშები - მინისტრს.

 მუხლი 12. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

მ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.

ნ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის, ასევე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

რ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ს) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ტ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 13. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 14. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიმდინარე საქმიანობის თაობაზე, ხოლო წელიწადში ერთხელ, წლიურ ანგარიშს, დეპარტამენტის ერთიანი წლიური ანგარიშისთვის;

ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;

ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 მუხლი 15. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

მუხლი 16. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა

1. სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში.

დანართი 3

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებს და ანგარიშვალდებულებას, ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ფუნქციებს და უფლებამოსილებას, დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას.

5. დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა;

ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

გ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია;

დ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის გან¬ხორ¬ციელების სტრატეგიული გეგმის შემუ¬შავება, კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი.

ვ) საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების ანგარიშის, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების და მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;

ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ დებულების მიზნებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სამმართველოები:

ა) რეგულირების სამმართველო;

ბ) პოლიტიკის სამმართველო;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველო;

დ) საორგანიზაციო სამმართველო.

მუხლი 4. რეგულირების სამმართველოს ფუნქციები

1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის მომზადება ან/და მომზადებული წინადადების/პროექტების განხილვა/შეთანხმება მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების (მ.შ. სალიცენზიო/სანებართვო პირობების, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების ტექნიკური რეგლამენტების, სერვისის მიმწოდებელთა მიმართ მოთხოვნების) შემუშავება/სრულყოფა.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა.

4. წამლისა და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების (მ.შ. ფარმაცვეტული პროდუქტის მომზადებასთან, წარმოებასთან, სტანდარტიზაციასთან, ხარისხის კონტროლთან, რეკლამასთან, რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების) შემუშავება/სრულყოფა. სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამების შემუშავება/დამტკიცება.

5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა. მათ შორის:

ა) საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები) უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკური რეგლამენტების პროექტების მომზადება;

ბ) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების, მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) ჯანსაღი კვების პრინციპების დამკვიდრების მიზნით ნორმატიული ბაზის მომზადება;

დ) სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით უწყებრივი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მომზადება;

ე) გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის მიზნით ნორმატიული აქტების მომზადება;

ვ) ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიული მიმართულებების, ასევე, შესაბამისი მარეგულირებელი ინსტრუმენტების მომზადება;

ზ) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების მომზადებაში მონაწილეობა.

6. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების მიზნით სტრატეგიული მიმართულებებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემუშავება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.

7. ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხარისხის შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა.

8. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავების პროცესის კოორდინაცია.

9. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის განათლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება/სრულყოფა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების მომზადება და მართვა.

10. სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის შემუშავება/დამტკიცება.

11. ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა.

12. პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვის მიზნით მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა.

მუხლი 5. პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციები

1. კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის სექტორული სტრატეგიული გეგმების შემუშავების პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

2. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით სტრატეგიული/ანალიტიკური ანგარიშების მომზადების კოორდინაცია.

3. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების უმთავრესი ინსტრუმენტების: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების დოკუმენტების მომზადება და მათი დაინტერესებული მხარეებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შედეგებისა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება/მოპოვება, ანალიზი და პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტის ალტერნატივების შემუშავების უზრუნველყოფა, ოპტიმალურ ალტერნატივაზე რეკომენდაციის მომზადება.

5. კომპეტენციის სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების შეფასება.

6. კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადება.

7. ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია.

8. კომპეტენციის სფეროში დონორი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი რესურსების (ტექნიკური და ფინანსური) გამოყოფის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა ბაზის ფორმირება.

9. საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და სხვა მსგავსი პროექტების ანალიზი და კოორდინაცია.

10. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) ჯანდაცვის ნაწილის შეფასების ინდიკატორების ჩარჩოს მომზადებაში მონაწილეობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

მუხლი 6. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს ფუნქციები

1. ჯანმრთელობის (მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის) პრიორიტეტულ სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვის კოორდინაცია, აღნიშნულის მიზნით სამმართველო:

ა) განიხილავს და აანალიზებს პროგრამის განმახორციელებლებისგან კვარტალურად მიღებულ ჯამურ ინფორმაციას პროგრამის (კომპონენტების მიხედვით) რაოდენობრივი და ფინანსური შესრულების, ასევე პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ;

ბ) განმახორციელებლების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავებას;

გ) პროგრამის კოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს (პროგრამის განმახორციელებლები, პროგრამის მიმწოდებლები, ექსპერტები) შორის კომუნიკაციას;

დ) განმახორციელებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას.

2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) ჯანდაცვის ნაწილის მომზადებაში მონაწილეობა.

3. სახელმწიფო პროგრამების შეფასებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა.

4. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის სამინისტროს შესაბამის ექსპერტთან კონსულტაციის უზრუნველყოფა.

5. დეპარტამენტის კომპეტენციის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის განსაზღვრულ ელექტრონულ რესურსზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

6. სხვა საქმიანობები, რაც გამომდინარეობს სამმართველოს კომპეტენციებიდან.

მუხლი 7. საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციები

1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შემოსული განცხადებების:

ა) ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვა;

ბ) მოქალაქეთა განცხადებებზე თანდართული, სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის პირველადი და ტექნიკური ექსპერტიზა და განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;

გ) წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის ექსპერტების, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისაგან დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

2. უწყებათაშორისი კომისიის სხდომებისათვის საკითხების მომზადება და განსახილველად წარდგენა.

3. კომისიის სხხდომაზე განსახილველი განცხადებების მონაცემთა ბაზის შევსება, რევიზია, უზუსტობების კორექცია.

4. კომისიური განხილვის შემდეგ მოქალაქეთა ინფორმირება შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ და საპასუხო წერილების მომზადება.

5. სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება ოპერატიულად კომისიური გადაწყვეტლებების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

6. კომისიური განხილვის შედეგების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში.

7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე განსახილველი დოკუმენტაციის პირველადი და ტექნიკური ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია.

8. მოქალაქეებთან ზეპირი (პირადი და სატელეფონო) კავშირი საორგანიზაციო სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე.

მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა)ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ)თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ)ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) იბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ე)წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს;

ვ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ)წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი პირი.

მუხლი 9. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 11. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 4

სოციალური დაცვის დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სოციალური დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და პროგრამების მართვის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულის მიზნით სამმართველო:
ა.ა) განიხილავს და აანალიზებს პროგრამის განმახორციელებლებისგან კვარტალურად მიღებულ ჯამურ ინფორმაციას პროგრამის (კომპონენტების მიხედვით) რაოდენობრივი და ფინანსური შესრულების, ასევე პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ;
ა.ბ) განმახორციელებლების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავებას;
ა.გ) პროგრამის კოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს (პროგრამის განმახორციელებლები, პროგრამის მიმწოდებლები, ექსპერტები) შორის კომუნიკაციას;
ა.დ) განმახორციელებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას;
ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;
გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის, ასევე, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სოციალური დახმარებების და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;
ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის – საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
ზ) სახელმწიფო სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
თ) ბავშვთა სააღმზრდელო და სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა სადღეღამისო დაწესებულებების მიერ განხორციელებული მომსახურებების მონიტორინგი;
ი) კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
კ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №01-47/ნ - ვებგვერდი, 21.10.2015წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მინისტრთან და/ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

2. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და/ან კურატორი მინისტრის მოადგილე.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველო;
ბ) სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო;
გ) პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 თებერვლის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 23.02.2017წ.

მუხლი 5. პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველო

პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარლებში საპენსიო და სოციალური დახმარების პოლიტიკის შემუშავება და/ან შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

ბ) სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება;

გ) საპენსიო უზრუნველყოფის და სოციალური დახმარების სფეროს ნორმატიული ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

დ) საპენსიო და სოციალური დახმარების სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;

ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რაც გამომდინარეობს და უკავშირდება კომპეტენციის სფეროს.

მუხლი 6. სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო

სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფაგრლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში სოციალური პოლიტიკის შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების  ხელშეწყობა;
გ) სოციალური მომსახურებების დაგეგმვის და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება;
დ) სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად, სოციალური მომსახურებების მიმწოდებელთა რეგისტრაცია;
ე) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამართლებრივი ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №01-47/ნ - ვებგვერდი, 21.10.2015წ.

მუხლი 7. პროგრამების მონიტორინგის სამმართველო

პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ბ) სოციალური მომსახურების დაგეგმვის და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამართლებრივი ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 თებერვლის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 23.02.2017წ.

მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

6. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ან სხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ, სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ვ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

 

მუხლი 9. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 11. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 5

იურიდიული დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე საქართველოს მთავრობაზე განსახილველი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება და მათი გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით საჭირო პროცედურების განხორციელება/კოორდინაცია;

დ) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში;

ე) სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია;

ზ) ხელმძღვანელობის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმოწერის წარმოება;

ლ) სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

მ) მინისტრის მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო.

მუხლი 4.

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირი ან წერილობითი დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და/ან მინისტრის მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);

დ) ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე წარსადგენი პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, პროექტების ვიზირებასა და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

ე) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს შესაბამის პასუხისმგებელი პირისათვის;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ,,საქართველოს საკანომდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე მინისტრის მიერ გამოსაცემი ნორმატიული ხასიათის აქტების მიღება-გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, შესაგებლებს, შეგებებულ სარჩელებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებსა და შესაგებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციას;

ი) ახორციელებს სამინისტროში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა და წერილების განხილვას;

კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ვიზირება;

ლ) ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ან ვიზირება, მათი საქართველოს მთავრობაზე წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

გ) სამინისტროში შემოსული კანონის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ან კომპეტენციისამებრ სამინისტროს სხვა დაინტერესებულ სამსახურებთან შეთანხმების კოორდინაციას;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დასადები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას/ვიზირებას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან განსაზღვრავს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამშრომელს დეპარტამენტის სახელით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეხვედრებში, კომისიებში, საბჭოებში და სამუშაო ჯგუფებში;

გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ასევე, უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დადგენილი წესით სხვა სახის ანგარიშების მომზადებას და წარდგენას სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;

ზ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემირების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების უკეთესად შესრულებისათვის;

კ) პერიოდულად იბარებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლო პროცესზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, ცალკეულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობის შესახებ;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

 

მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 8. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 6

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 თებერვლის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 23.02.2017წ.

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
4. დეპარტამენტის რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
1. სამინისტროში მატერიალურად და ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის პირველადი დამუშავება, კომპეტენციის შესაბამისად განაწილება.
2. სამინისტროში მატერიალურად და ელექტრონულად (მათ შორის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ,,მოქალაქის პორტალზე“ my.gov.ge), სამინისტროს ელექტრონულ საფოსტო მისამართზე, შემოსული და სამინისტროდან გასული (შესრულებული) დოკუმენტაციის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, დაგზავნისა და საექსპედიციო საქმიანობის უზრუნველყოფა.
3. ტექნიკურად არასწორად შესრულებული დოკუმენტის შემსრულებლისათვის დაბრუნება.
4. ნორმატიული აქტების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გადაგზავნის უზრუნველყოფა.
5. დოკუმენტაციის და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ პერიოდულად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა.
6. მინისტრის სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
7. საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა (მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების საუწყებო არქივში მიღება, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობა, საქმეთა აღწერების შედგენა, დროებითი სარგებლობისათვის მოთხოვნილი დოკუმენტების მოძიება, სათანადოდ გაფორმება, გაცემა).
8. სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება.
9. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება და სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემა.
10. სამინისტროს სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის, საქმისწარმოებისათვის ბეჭდებისა და შტამპების შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა.
11 ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების ასლების დამოწმებისა და გაცემის უზრუნველყოფა.
12. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უზრუნველყოფა.
13. სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სწავლება/გადამზადება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში, მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
14. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სრულყოფისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
15. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება.
16. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა.
17. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება (ბაზრის კვლევა), სავარაუდო ფასების განსაზღვრა.
18. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების განსაზღვრა (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენდერი) და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.
19. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება) უზრუნველყოფა.
20. კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა.
21. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება.
22. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა.
23. ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი მონაცემებისა და დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
24. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.
25. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ხელმოსაწერად წარდგენა.
26. სამინისტროსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.
27. ხელშეკრულებების მიმდინარეობის მონიტორინგი.
28. სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა სატენდერო დოკუმენტაციების შეთანხმება.
29. სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვა.
30. სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.
31. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სასაწყობო მეურნეობის ფუნქციონირება.
32. სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული ფუნქციონირება, კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულების მიხედვით განაწილება და ექსპლუატაციის ხარჯების კონტროლი.
33. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება.
34. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა.
35. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
36. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ბეჭდის შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა.
37. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადება.
38. სხვადასხვა სათათბირო ორგანოებსა და კომისიებში მონაწილეობის მიღება.
39. დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
40. თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა.
41. მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

42. სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება.

43. სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაწყობე მეურნეობის მართვა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. საქმისწარმოების სამმართველოს აქვს სამინისტროს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი, საქმისწარმოებისათვის ბეჭდები და შტამპები.
3. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს აქვს მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ბეჭედი.


მუხლი 4. სამმართველოების უფლებამოსილებები
1. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,პირველი“–„14“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,15“–„28“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
3. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,29“–„36“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.


მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს;
გ) ახდენს ვიზირებას დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე;
დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;
ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;
თ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ლ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.


მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტისადმი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.


მუხლი 7. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 8. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;
ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 7

ეკონომიკური დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;

დ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

ე) სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;

ვ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, სამინისტროს სისტემის მასშტაბით ნაერთი ბალანსების ან/და კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი პროექტების მომზადება;

თ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება;

ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

2. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემის ფინანსური სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით, შეითანხმოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები, მატერიალური წახალისების, საკომუნიკაციო ხარჯებისა და საწვავის ლიმიტები;

ბ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან/და მონაცემები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან/და შესაბამისი სფეროს თანამშრომლებისგან;

გ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის ეფექტიანი მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავოს და დასამტკიცებლად წარადგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები;

დ) განახორციელოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები, აგრეთვე შეასრულოს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მითითებები და ცალკეული დავალებები.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო.

მუხლი 4.

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

გ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში (BDD) სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის ურუნველყოფის მიზნით სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის დეპარტამენტებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

დ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტის პროექტის შემუშავების უზრუნველყოფა, დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერის შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ზ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) საშტატო განრიგის დამტკიცების/საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შეთანხმების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მათ მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების შეთანხმება;

კ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმების შეთანხმება, საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესყიდვების გეგმებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო სახსრების, საკუთარი შემოსავლების და გრანტების ფარგლებში) განსახორციელებელი ცვლილებების/კორექტირების შეთანხმება;

ლ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომდევნო საბიუჯეტო წლის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

ნ) უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას, დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:

ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

გ) უზრუნველყოფს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;

დ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ბუღალტრული ბალანსების ან/და კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მიღებას, მათ საფუძველზე ნაერთი ანგარიშგების დოკუმენტების შედგენასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

ვ) ახორციელებს ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას და განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს;

ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის ფინანსური მდგომარეობის პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციაზე;

ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციისა და დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

კ) უზრუნველყოფს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

ლ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

 მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 8. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

 

დანართი 8 (ამოღებულია)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

 

დანართი 9

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის

დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის - მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, ძირითად ფუნქციებს და ამოცანებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ვებ-გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებ-გვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

ვ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;

თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, ასევე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების კოორდინაცია;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის საჯარო ინფორმაცია) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მოვალეობებისა და მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესასრულებლად.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.

მუხლი 5. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

1.ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ბ) საჯარო ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სტატისტიკის წარმოება;
დ) დაინტერესებულ პირთათვის სამინისტროს სისტემაში არსებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიწოდებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ე) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
თ) სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმართულებით შემოსულ საკითხებზე უზრუნველყოფს პასუხის დროულად გაცემას, რეაგირებას, გადამისამართებას და შესრულების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს. სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარის შესახებ მონაცემების დამუშავება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი მიწოდება თანამდებობის პირებისათვის;
ი) საზოგადოების ინფორმირებისთვის შესაბამისი პროექტების და კამპანიების (ვიდეორგოლების, ბეჭდვითი საინფორმაციო მასალების: ბუკლეტი/ფლაერი და სხვა) მომზადება, განთავსების უზრუნველყოფა/გავრცელების ორგანიზება;
კ) სამინისტროს სიმბოლიკის (ლოგოტიპი) და ვიზუალური ნიშნების მატარებელი მასალების, საიმიჯო პროდუქციის (მათ შორის, ღონისძიებების გასაფორმებელი ვიზუალური მასალების) დამზადება, გავრცელება და აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და დროული რეაგირება, საჭიროებისამებრ შესაბამის თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა შეხვედრების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე info@moh.gov.ge შემოსული ინფორმაციის მიღება, დამუშავება, მომზადება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.
2. სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების თანამშრომელთა მიერ დაშვებული საშვების გაცემა;
ბ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შემოსული კორესპონდენციის მიღება და შემოსული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
გ) მოქალაქესთან უშუალო კომუნიკაციის წარმოება კეთილსინდისიერების, კეთილგანწყობის, სისწრაფის, სიმარტივისა და უწყვეტობის პრინციპების დაცვით;
დ) მოქალაქესთან ურთიერთობისას ყურადღების კონცენტრირება. დაუშვებელია მოქალაქესთან კომუნიკაციის პარალელურად ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება;
ე) მოქალაქესთან კომუნიკაციის წარმოება ლაკონურად და მარტივი ენით;
ვ) მოქალაქის უფლებების დაცვა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) მოქალაქისათვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და მის ხელთ არსებული სრული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება;
თ) მოქალაქის გადამისამართებისას შესაბამისი მიზეზის განმარტება;
ი) მოქალაქის კეთილგანწყობის მოპოვება, თუ მოქალაქე უკმაყოფილოა. თანამშრომელმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს უკმაყოფილო მოქალაქეს. თუ შეუძლებელია სამმართველოს თანამშრომლის მხრიდან პრობლემის აღმოფხვრა, იგი ვალდებულია თავად დაუკავშირდეს სხვა კომპეტენტურ თანამშრომელს. თუ დაკავშირება შეუძლებელია ან არაეფექტურია, უნდა მოხდეს მოქალაქის გადამისამართება;
კ) მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით განხორციელება. ამასთან, თანამშრომლის მიერ გაწეული კონსულტაციის შემდგომ, მოქალაქეთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, თანამშრომელს უფლება აქვს მოითხოვოს სამინისტროს შენობაში არსებული დაცვის პოლიციის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობა, ხოლო სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, გამოძახებულ იქნეს საპატრულო პოლიცია;
ლ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 აპრილის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.04.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.

მუხლი 6. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო

მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ვებ-გვერდის მართვა;

ბ) (ამოღებულია - 19.07.2018, №01-2/ნ) ;

გ) სოციალურ ქსელებში სამინისტროს გვერდის ადმინისტრირება და ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდილი პირების ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მეთვალყურეობა;

დ) მედიამონიტორინგის ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;

ე) სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მედიაში გავრცელების ორგანიზება;

ვ) პრეს-რელიზებისა და ჟურნალისტებისათვის საჭირო სხვა მასალების მომზადება;

ზ) ჟურნალისტებისთვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ინტერვიუს დაგეგმვა და კოორდინაცია, თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

თ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონიძიებების შესახებ ვიდეო და ფოტო მასალების მომზადება და დაარქივება;

ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს სისტემის ობიექტებზე;

კ) საჭიროებისამებრ, სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტებს შემუშავება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-2/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვალელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ასრულებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა კონკრეტულ დავალებებს;

ზ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის  უფროსის  დროებით  არყოფნის  ან  მის  მიერ  უფლებამოსილების  განხორციელების 

შეუძლებლობის  შემთხვევაში, დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობას  ასრულებს  მინისტრის  ბრძანებით

  განსაზღვრული  შესაბამისი  თანამშრომელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

 

მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 9. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 10

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას. დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის მიზანია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.

2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურების განხორციელება;

ბ) სამინისტროს ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მომსახურებისა და განვითარების გზით;

გ) ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტირებაში მონაწილეობის მიღება, მასში სამინისტროს ინფორმაციული სისტემების ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ე) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტებისა და ამ მიზნით განსახორციელებელი შესყიდვების დოკუმენტაციის განხილვა და სათანადო დასკვნის მომზადება;

ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების ტექნიკური ამოცანების შემუშავების, განხორციელებისა და დანერგვის კოორდინაცია;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების დანერგვის, ტრენინგისა და შემდგომი პროგრამული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ამ სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

თ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების მონაცემთა ბაზების მომსახურების (განახლება, ოპტიმიზაცია, რედაქტირება, არქივაცია, აღდგენა და სხვა) უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოთხოვნით ინფორმაციის ანალიზისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ან შესაქმნელად საჭირო ტექნიკური და ტექნოლიოგიური გადაწყვეტილებების შერჩევა;

კ) კომპიუტერული ქსელების ტოპოლოგიების შესწავლა, ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა და დანერგვა როგორც სამინისტროში ასევე, საჭიროებისამებრ, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებში;

ლ) სამინისტროს კომპიუტერული სამუშაო ადგილების, საქსელო მოწყობილობებისა და კომუნიკაციების დანერგვის, რეაბილიტაციის, განახლებისა და მოდერნიზაციის საჭიროებების შესწავლა და მათი უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური, ინფორმაციული და ინტელექტუალური რესურსების შესყიდვაზე წინადადებების წარდგენა;

მ) სამინისტროს კომპიუტერული სამუშაო ადგილების, საქსელო მოწყობილობებისა და კომუნიკაციების ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურება:

მ.ა) კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის გაუმართაობების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური სამუშაოების (სისტემებისა და ცალკეული პროგრამების განახლება, ვირუსებზე შემოწმება, ინფორმაციის არქივაცია და დაცვა) სისტემატურად განხორციელება, შესაძლებლობების ფარგლებში მათი მიმდინარე შეკეთების ორგანიზება, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის საგარანტიო ან მიმდინარე შეკეთებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების საჭიროების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

მ.ბ) კომპიუტერული სამუშაო ადგილების ექსპლუატაციის ნორმების დოკუმენტებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

მ.გ) კომპიუტერული ქსელის ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებისა და მასში ახალი სამუშაო ადგილების ჩართვის უზრუნველყოფა;

მ.დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტურქტურულ ქვდანაყოფებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ოპერატიულობისა და კოორდინაციის ხარისხის ამაღლების მიზნით თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მათში მომხმარებელთა ინტეგრაცია;

მ.ე) საქსელო აპარატურისა და კომუნიკაციების ტექნიკური და ტექნოლოგიური მომსახურება;

მ.ვ) გასამრავლებელი აპარატურის და საბეჭდი მოწყობილობების ტექნიკური და პროგრამული მომსახურება, მათ სახარჯი მასალებითა და ცვეთადი ნაწილებით უზრუნველყოფა.

ნ) სამინისტროს კავშირგაბმულობის სისტემის (ანალოგური და IP ტელეფონია) დანერგვა და შემდგომი მომსახურება;

ო) სამინისტროს ,,ცხელი ხაზის‘‘ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს ვებ-გვერდების ადმინისტრირება;

ჟ) სამინისტროს შესაბამისი სტურქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების განახლებისა და ოპტიმალურად განაწილების უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება;

რ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე სამსახურების (პირების) მეთოდური ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია.

ს) დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, უწვეტი განათლებისა და თვითგანათლების ხელშეწყობა უახლესი ტექნოლოგიების შესწავლისა და დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით;

ტ) სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლებისათვის პრემიის/დანამატის დანიშვნის, მათი წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა;

უ) კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში შესაბამის სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებები

დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ბიზნეს–პროცესების სრულყოფის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მოთხოვოს აღნიშნული პროცესების აღმწერი სრული დოკუმენტაცია;

ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მოთხოვოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროექტების, ინფორმაციული სისტემების ტექნიკური ამოცანებისა და ამ მიზნით განსახორციელებელი შესყიდვების დოკუმენტაციის დეპარტამენტისათვის დროული მიწოდება და დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნების გათვალისწინება პროექტებისა და შესყიდვების განხორციელებისას;

გ) დააკორექტიროს სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული პროექტები ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსებისა და შესრულების ვადების განსაზღვრის მიზნით;

 დ) დეპარტამენტის დასკვნებთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები გადაწყდება მინისტრის იმ მოადგილეებთან შეთანხმებით, რომლებიც კურირებენ დეპარტამენტს და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მოთხოვოს სათანადო ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს მათ სტრუქტურაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე შესაბამისი სამსახურების (პირების) კოორდინირებულ მუშაობას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან;

ვ) საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მოთხოვოს ადეკვატური მხარდაჭერა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს არსებული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებ დროული და სრული ინფორმაცია;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მდგრადი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობას წარუდგინოს შესაბამისი მარეგლამენტირებელი დოკუმენტები;

ი) გააკონტროლოს ინფორმაციული სისტემების მოხმარების წესების შესრულება სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მხრიდან;

კ) წარადგინოს ცვლილებების პროექტები შესაბამის მოქმედ წესებსა და სხვა მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში;

ლ) ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ოპტიმალური ურთიერთკავშირის მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოახდინოს ბიზნეს–მოთხოვნებისა და ბიზნეს–პროცესების კორექტირება;

მ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს საკითხი ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის სრულყოფა–განახლების შესახებ შესაბამისი არგუმენტაციით;

ნ) დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის მოითხოვოს საჭირო მატერიალურ–ტექნიკური, ფინანსური, საკადრო და სხვა რესურსები შესაბამისი არგუმენტაციით;

ო) წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 4. დეპარტამენტის ვალდებულებები

სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამსახურების წინაშე დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დროულად და ადეკვატურად შეასრულოს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მისი მისამართით გაცემული ბრძანებები, განკარგულებები, დავალებები და მითითებები;

ბ) დროულად და ხარისხიანად მოამზადოს და წარადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში სამინისტროში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამინისტროს და სამინისტროს სისტემის ადეკვატური მხარდაჭერა;

დ) დაიცვას სამინისტროსთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ე) დაიცვას წინამდებარე დებულების, ინსტრუქციების, წესებისა და სხვა შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

ვ) საქმიანობას მოეკიდოს კეთილსინდისიერად პროფესიული ეთიკის მოთხოვნების სრული დაცვით.

მუხლი 5. დეპარტამენტის პასუხისმგებლობები

დეპარტამენტი პასუხისმგებელია:

ა) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მუშაობის ხარისხზე გრძელვადიან პერიოდში;

ბ) სამინისტროს სერვერულ ცენტრში გაშვებული ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის არაეფექტიანი ადმინისტრირებით გამოწვეულ შეფერხებებზე;

გ) ახალი პროგრამული პაკეტების შექმნისა და დანერგვის ვადებსა და ხარისხზე;

დ) სამინისტროს და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოთხოვნებზე რეაგირების ვადებსა და ადეკვატურობაზე;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დასმული ამოცანების შესრულებასა და მის ხარისხზე.

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სამმართველოები:

ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების სამმართველო;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების სამმართველო;

გ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო.

5. დეპარტამენტს შეიძლება ჰყავდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი, რომელიც კურირებას უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. ის უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს. ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარ ოფიცერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს,

ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) იბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ დეპარტამენტს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 9. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი

სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულისაჯარო სამართლის იურიდიულ პირ-ებთან ერთად ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას და მის შესრულებაზე მონიტორინგს. უზრუნველყოფს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლასა და შესაბამისი წესების, ინსტრუქციების, პროცედურების და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავებას. ახორციელებს ინფორმაციასთან მომხმარებლების წვდომის ანალიზს და წვდომის პროცედურების მართვას. უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმაციულ სისტემებში ინფორმაციის დაცვის მდგომარეობის მუდმივ ანალიზს, მისი შემდგომში სრულყოფის მიზნით გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს და მონაწილეობას იღებს მათ განხორციელებაში. ახდენს სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მოქმედი და დასანერგი პროგრამული და აპარატურული საშუალებების შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლის ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერის არყოფნის ან არყოლის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსი, თუ მინისტრის შესაბამისი ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 11. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე:

ა) ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარისხსა და შესრულების ვადების დაცვაზე;

გ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;

დ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 11

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დეპარტამენტის კომპეტენცია

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) დასაქმებულის შრომით უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლა და განხილვა;

გ) შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ე) შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ვ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის, სოციალურ პარტნიორებთან ერთად, მოდერატორის ფუნქციების შესრულება;

ზ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის საქართველოს შრომის კოდექსით სამინისტროსათვის განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა;

თ) შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ი) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

კ) ( ამოღებულია - 19.06.2017, №01-41/ნ );

ლ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება) განვითარების მხარდაჭერა;

მ) სამუშაოს მაძიებლების (მ.შ. უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება;

ნ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ო) დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

პ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

ჟ) შრომითი მიგრაციის (შიდა და გარე) რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ჟ​1. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების წინადადებების მომზადება;
ჟ​2. დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების პროექტების მომზადება;
ჟ​3. პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირება და კონსულტირება; ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ჟ​4. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;  ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; არსებული საინფორმაციო სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება;
ჟ​5. უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება;
ჟ​6. უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება, ტრენერების მომზადებისა  და ტრენინგების ორგანიზების კოორდინაცია);
ჟ​7. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით პროფილურ სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ჟ​8. საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება;
ჟ​9. შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება;
ჟ​10. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

ჟ​11. შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

რ) დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

ს) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია;

ტ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზციის უზრუნველყოფა;

ფ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის, მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

ქ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

ღ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

ყ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

შ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ჩ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №01-63/ნ - ვებგვერდი, 17.12.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №01-23/ნ- ვებგვერდი, 25.03.2019წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველო;

ბ) დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო;

გ) ( ამოღებულია - 19.06.2017, №01-41/ნ );

დ) მიგრაციის საკითხთა სამმართველო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №01-63/ნ - ვებგვერდი, 17.12.2018წ.

მუხლი 4. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველო

1. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

დ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საორგანიზაციო პროცედურების გატარების უზრუნველყოფა; სოციალურ პარტნიორებთან ერთად, მოდერატორის ფუნქციების შესრულება;

ე) შრომისა და დასაქმების სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ზ) დასაქმებულის შრომით უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლა და განხილვა.

2. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 5. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო

1. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებების შემუშავება. შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება) განვითარების მხარდაჭერა;

გ) სამუშაოს მაძიებლების (მ.შ. უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება;

დ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დასაქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლა და განხილვა;

ვ) დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

თ) (ამოღებულია - 17.12.2018, №01-63/ნ);

ი) (ამოღებულია - 17.12.2018, №01-63/ნ);

კ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ლ) (ამოღებულია - 17.12.2018, №01-63/ნ);

მ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზება;

ნ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების უზრუნველყოფა;

პ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის, მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

ჟ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

რ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

ს) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

2. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №01-63/ნ - ვებგვერდი, 17.12.2018წ.

მუხლი 6.  ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

მუხლი 6​1. მიგრაციის საკითხთა სამმართველო

1. მიგრაციის საკითხთა სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;
ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში პოტენციური პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
დ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებისა და კონსულტირებისათვის საჭირო საინფორმაციო და მეთოდური მასალების მომზადება/განვითარება;
ზ) პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებასა და კონსულტირებაში მონაწილეობა; ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის თაობაზე წინადადებების მომზადება;
თ) საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;  ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის თაობაზე წინადადებების მომზადება; არსებული საინფორმაციო სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება;
ი) უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატურების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება; სპეციალური კომისიისა და პროცესში ჩართული  სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების/პირების საქმიანობის კოორდინაციისთვის წინადადებების მომზადება; შერჩევის პროცესში მონაწილეობა);
კ) უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება, ტრენერების მომზადებისა  და ტრენინგების ორგანიზების კოორდინაცია);
ლ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით პროფილური სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება;
მ) საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი; შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება;
ო) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება;
პ) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
ჟ) საქართველოში ფუნქციონირებადი დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
რ) საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი საქართველოში ფუნქციონირებადი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება და ანალიზი;
ს) საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამების შემშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ტ) დროებითი შრომითი მიგრაციის თემაზე კორესპონდენციების შესწავლა და ანალიზი;
უ) მიგრაციის სფეროში არსებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ფ) შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2. მიგრაციის საკითხთა სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიგრაციის საკითხთა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №01-63/ნ - ვებგვერდი, 17.12.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №01-23/ნ- ვებგვერდი, 25.03.2019წ.

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით შეიძლება ასრულებდეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

6. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ან სხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ, სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ვ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 9. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

დანართი 12

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.04.2015წ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო  ზედამხედველობის  განხორციელება:
ა.ა) სამუშაო პირობების შესაბამისობაზე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან; ტექნიკური რეგლამენტებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვასა და ფუნქციონირებაზე;  სამუშაო ადგილებზე წარმოების პროცესის უსაფრთხოების  წესების დაცვაზე;  დამსაქმებლის მიერ შრომისა და ჯანმრთელობის  უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაზე; გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი სანქცირების მექანიზმის გამოყენება;
ა.ბ) შრომის კანონმდებლობის დაცვაზე;
ა.გ) ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევასა და აღრიცხვაზე;
ბ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციული ზომების მიღება;
გ) დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, აღრიცხვა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) შრომითი ურთიერთობების, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესახებ კონსულტირების წარმოება;
ვ)  შრომის  კანონმდებლობის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი დარღვევებისა და საწარმოო ტრავმების  გამომწვევი მიზეზების ანალიზი, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით  მინიჭებული  უფლებამოსილების   ფარგლებში განცხადებების, წერილების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა.
2. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებია:
ა) შესაბამისი საკანონმდებლო აქტით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ინსპექტირება რისკის ანალიზისა ან შესაბამისი მომართვის საფუძველზე;
ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისათვის შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციის მიცემა;
გ) შესაბამისი საკანონმდებლო კანონით მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, ინსპექტირების მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
დ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წინაშე იმ ტექნოლოგიურ პროცესებში ან ჩარხების, საწარმოო მანქანების და სხვა მოწყობილობების კონსტრუქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ვერ პასუხობენ  შრომის უსაფრთხოების დაცვის  ნორმებს;
ე) ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ან ზეპირი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის ღონისძიებათა შესრულების ხელშეწყობა;
ვ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი;
ზ) დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება მოქმედი შრომითი კანონმდებლობის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე;
თ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით;
ი) შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის ხელშეწყობა;
კ) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;
ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
მ) კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც დეპარტამენტისთვის  ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის/სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროებისამებრ, განხორციელდება სოციალური პარტნიორების ჩართულობითა და მონაწილეობით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტმენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან განსაზღვრავს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამშრომელს დეპარტამენტის სახელით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეხვედრებში, კომისიებში, საბჭოებში და სამუშაო ჯგუფებში;
გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;  ასევე, უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დადგენილი წესით სხვა სახის ანგარიშების მომზადებას და წარდგენას სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;
ზ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით  მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემირების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; 
ი) შუამდგომლობს იმ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების უკეთესად შესრულებისათვის;
კ) პერიოდულად იბარებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლო პროცესზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, ცალკეულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობის შესახებ;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით შეიძლება ასრულებდეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მაისის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 05.05.2015წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის  დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
2.  სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის,  მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები 
1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) ამზადებენ და  სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;
ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტები, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“, №01-1/ნ, 06.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016314 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2671957-12/