თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. 1 მ3-დან 10 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
4. 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6751
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლოან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. [მუხლი 32. სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 1 მ3მ3-მდე -მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3მ3-დან -დან 10 მ3მ3-მდე -მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 3. 10 მ3მ3-დან -დან 50 მ3მ3-მდე -მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 4. 50 მ3 ან 50 მ3მ3-ზე -ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. (ამოქმედდეს 2020 წლის 3 აგვისტოდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება