თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.
2. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურება −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად მიიჩნევა აგრეთვე ცხოველური ნარჩენის მუნიციპალური ნარჩენების კონტეინერში მოთავსება.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4041
- 13.07.2020 კანონი №6751
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ცხოველის სხეულის ნარჩენებითნარჩენით გარემოს დანაგვიანებადანაგვიანება/დაბინძურება 1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით. 2. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად მიიჩნევა აგრეთვე ცხოველური ნარჩენის მუნიციპალური ნარჩენების კონტეინერში მოთავსება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება