თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.
3. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4041
- 13.07.2020 კანონი №6751
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებითმასით ანან/და კანალიზაციის ნარჩენებითან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება 1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ანან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით. 3. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ანან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000− 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №190210119003112347 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.12.2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 17 ივნისის დადგენილებით, შეწყდა საქმის წარმოება ფ--------- ა-–---ას მიმართ, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაზე, ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის გასვლის გამო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება