საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-19 |
|
2015 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი |
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:
ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1); ბ) ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი (დანართი №2); გ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3); |
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება 2015 წლის 1 მარტამდე. |
| მუხლი 3 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა. |
| მუხლი 4 |
ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მარტამდე. |
| მუხლი 5 |
ამ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის1 მარტიდან. |
| მუხლი 7 |
ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-19. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.22.030.016126.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-19, 22.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.030.016126 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2693224/