სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №42 |
|
2015 წლის 11 თებერვალი ქ.თბილისი |
ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ხათუნა თოთლაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
2. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;
ბ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის პრევენციისა და აღნიშნული მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
გ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რისკების შეფასება და ანალიზი, ამ მხრივ შესაბამის სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
დ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და შესაბამისი უწყებებიდან სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, კონფინდენციალური, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით) გამოთხოვა და ანალიზი;
ე) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის საქართველოში დანერგვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადების შემუშავება;
ზ) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომლის მოვალეობასაც, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ერთეულის ხელმძღვანელი (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე).
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვარტალში ერთხელ.
5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის სხვა წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი.
11. კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიასთან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის საქმიანობასაც უხელმძღვანელებს კომისიის მდივანი.
12. კომისიის აპარატი შედგება თემატური ჯგუფებისგან, რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
13. თემატური ჯგუფების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14. კომისიის თემატური ჯგუფების კონკრეტულ მიმართულებებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს კომისია.
+
„სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებისა და თამაშების გარიგების, ასევე სპორტში ძალადობისა და დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;
თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №283 - ვებგვერდი, 26.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 21.01.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და სხვადახვა დაწესებულებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში (კომისიის დებულების შესაბამისად).
+
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და სხვადახვა დაწესებულებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში (კომისიის დებულების შესაბამისად).
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
+
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტმა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის დებულება
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
1. სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ან, საჭიროებისამებრ, მიწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ან/და წევრ(ებ)ი კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებითა და ეროვნული სპორტული ორგანიზაციების, ასევე სხვა იურიდიული პირების ან/და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.
2. კომისიაში წევრი უწყების წარმომადგენლობის დადასტურება, ასევე ახალი წევრის მიწვევა ხორციელდება ოფიციალური კორესპონდენციის მეშვეობით.
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) და ეროვნული სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა დაწესებულებისა (მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების) და ორგანიზაციების წარმომადგენლები (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე).
3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
კომისია ევროპის საბჭოს 1989 წლის დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენციის, „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2014 წლის კონვენციისა და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2016 წლის კონვენციის მიზნებისათვის ასრულებს ეროვნული პლატფორმის ფუნქციას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ძირითადი ამოცანებია:
ა) ევროპის საბჭოს მიერ მიღებული: „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციიდან“ (1989 წ.), „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ (2014 წ.) და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ“ (2016 წ.) კონვენციებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;
ბ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენების პრევენციისა და აღნიშნული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
გ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რისკების შეფასება და ანალიზი, ამ მხრივ შესაბამის სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
დ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და შესაბამისი უწყებებიდან სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილ ძალადობასა და არასათანადო ქცევასთან, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით) გამოთხოვა და ანალიზი;
ე) კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის პლატფორმებთან თანამშრომლობა;
ვ) სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისათვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აღნიშნულის საქართველოში დანერგვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ევროპის საბჭოს კონვენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადების შემუშავება;
თ) სპორტის სფეროსთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ სხვა ახალი კონვენცი(ებ)ის მიღებისა და საქართველოს მხრიდან მასთან/მათთან მიერთების შემთხვევაში, აღნიშნულთან მიმართებით, ამ მუხლის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ქმედებების განხორციელება;
ი) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომლის მოვალეობასაც, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ერთეულის ხელმძღვანელი ან სპეციალისტი, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები მოიწვევა თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
9. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი.
11. კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიასთან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის საქმიანობასაც უხელმძღვანელებს კომისიის მდივანი.12. კომისიის აპარატი შედგება სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, სპორტში ძალადობის, დოპინგის მიმართულებებით შექმნილი თემატური ჯგუფებისაგან.
12. კომისიის აპარატი შედგება თემატური ჯგუფებისგან, რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
13. თემატური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან კომისიაში წარმოდგენილი უწყებების წარმომადგენლები, ასევე შეიძლება, შედიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო, სპორტული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14. თემატური ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 14.01.2020წ.
+
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.018427.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №42, 11.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018427 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2723387/