დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან მასზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30 ლარით თვეში.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან.
2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას, მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს გამგეობის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან - საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან - გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით;
5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი. |
+
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 16 თებერვალი
ქ.დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
1. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.35 (ოცდათხუთმეტი) ლარით თვეში.
2. ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე (სამოცდახუთი ათასზე) დაბალია, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2017 წ.
+
მუხლი 3
იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №56 დადგენილება (ს/კ210020020.35.152.016162).
+
მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაშია 2015 წლის პირველი მარტიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი
+
დანართი N1
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან.
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით.
+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გაიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას, მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს გამგეობის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან - საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან - გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით;
5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
+
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადახდა ხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
+
N
დანართი №2
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა მ3
წლიური დაგროვების ნორმა მ3
განაკვეთი თვეში
განაკვეთი თვეში (1 მ3 – 6,126ლ.)
(1 მ3 – 9.8693ლ.)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,033
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,066
3
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0,198
0,163
4
სასტუმროები
მომსახურების ერთი საწოლი
1,72
1.414
5
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
1,157
0,952
6
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,12
0,098
7
სტადიონები, სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ2
სტადიონები, სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ2
5000 მ2-მდე
5000 მ2-მდე
0,02
0,016
5000 მ2-დან – 15000 მ2-მდე
5000 მ2-დან – 15000 მ2-მდე
0,015
0,012
15000 მ2-დან – 50000 მ2-მდე
15000 მ2-დან – 50000 მ2-მდე
0,008
0,007
50000 მ2-ზე მეტი
50000 მ2-ზე მეტი
0,006
0,005
დახურული ფართის 1მ2
0,08
0,066
8
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,50
0,411
9
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,25
0,21
10
აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ2
აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ2
ყოველდღიურად მომუშავე
0,1
0,1
0,082
კვირაში ერთ დღეს მომუშავე
0,024
0,02
11
ბენზინგასამართი/გაზგასამართი სადგურები
ღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
0,005
0,004
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,066
12
სადალაქოები და სილამაზის
სალონები
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,35
0,287
13
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,25
0,21
14
რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
2,4
1,97
15
საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,96
0,79
16
საცხობები
სამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,26
0,214
17
საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
0,008
0,007
დახურული ფართის 1მ2
დახურული ფართის 1მ2
0,08
0,066
18
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
სამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,008
0,007
19
არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები: ღია ფართის 1 მ2
არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები: ღია ფართის 1 მ2
50000 მ2-მდე
50000 მ2-მდე
0,005
0,004
50000 მ2-დან – 150000 მ2-მდე
50000 მ2-დან – 150000 მ2-მდე
0,003
0,0025
150000 მ2-დან – 200000 მ2-მდე
150000 მ2-დან – 200000 მ2-მდე
0,0025
0,002
200000 მ2-ზე მეტი
200000 მ2-ზე მეტი
0,0003
0,0002
20
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები
ერთი საწოლი
1,157
0,95
21
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ-მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1 მ2
ღია საერთო ფართის 1 მ2
0,02
0,016
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
0,14
0,12
22
სამხედრო ნაწილები
ერთი ადგილი
0,8
0,65
23
სკოლა-პანსიონები
მომსახურების ერთი საწოლი
1,72
1,414
24
ჯართის მიმღები პუნქტები
საერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,01
0,008
25
კინოთეატრები და თეატრები,საკონცერტო დარბაზები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,331
0.27
26
სანერგე მეურნეობები და სათბურები,ფერმები,სასაკლაოები
ღია საერთო ფართის 1მ2
0.04
0.033
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.08
0.066
27
აბანოები, საუნები და საზოგადოებრივი საპირფარეშოები
საერთო ფართის 1მ2
0.18
0.15
28
შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები), საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
საერთო ფართის 1მ2
0.21
0.17
29
საოჯახო სასტუმროები
მომხმარებლის ერთეული, ერთი საწოლი
0.8
0.65
30
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები,ბარები ატრაქციონები, მდინარეებზე , ტბებზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები
საერთო ფართის 1მ2
0.008
0.007
შენიშვნა:
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ.
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე.
წ. დ. ნ. – წლიური დაგროვების ნორმა.
,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი.
ტ – 1 მ3 ნარჩენის შეგროვება, ტრანსპორტირების ტარიფი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 07.04.2015წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.04.2016 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2017 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის დადგენილება №15- ვებგვერდი, 22.05.2017 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №2- ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №6, 16.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016213 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2732115-5/