საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 |
|
2015 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ვიცე-პრემიერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
ვ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ლ) საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ო) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
პ) ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი;
ჟ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი;
რ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
|
1. საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ (შემდგომში – სქემა) შემუშავების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. კომისიის მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. კომისიის მიზანია უზრუნველყოს სქემის შემუშავება.
2. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სქემის შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა;
ბ) სქემის შემუშავების მიზნით სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.
დასახული მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სქემის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიცირებისა და იმპლემენტაციისას;
გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის წევრის სტატუსით.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამდივნოს და სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
8. კომისია იკრიბება, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისია.
2. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით, კომისიის წევრთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;
ბ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
გ) კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;
დ) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის − „საქართველო 2030“-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობის/კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ვიცე-პრემიერი;
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
11. საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
16. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი;
17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
18. სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 13.01.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
+
კომისიამ უზრუნველყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
+
კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება“.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
+
დამტკიცდეს საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
+
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ (შემდგომში – გეგმა) შემუშავების კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
1. კომისიის მიზანია, უზრუნველყოს გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია.
ა) გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია;
ბ) გეგმის შემუშავების მიზნით, სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
ბ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გეგმის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას;
გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
4. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობს კომისიის წევრის სტატუსით.
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
დ) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას;
ე) ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის ფარგლებში, კომისიის სახელით, თემატური/დარგობრივი სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შექმნას;
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფ(ებ)ის ფუნქციებისა და მათი ხელმძღვანელ(ებ)ის განსაზღვრას.
3. სამდივნო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით, კომისიის სახელით, განახორციელოს ამ დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №604 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის დადგენილება №245 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, კომისია ან კომისიის სამდივნო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის დადგენილება №245 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 09.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №89. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.018474.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №89, 09.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018474 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2762487/