2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
31. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.
4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580).
5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622).
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი III1 (ამოღებულია)
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №800
- 02.04.2019 კანონი №4397
- 26.06.2025 კანონი №800
- 02.11.2021 კანონი №978
- 02.04.2019 კანონი №4397
- 31.10.2018 კანონი №3580
- 07.12.2017 კანონი №1622
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისადაგეგმვის, და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებებიუწყებები, 1.ეროვნული სიტუაციური ოთახი1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად. 2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის ეროვნულისაქართველოს უსაფრთხოებისმთავრობა, საბჭო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონისკანონითა III1და თავით.საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 31. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს. 4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580). 5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622). თავი III1 ეროვნული უსაფრთხოების საბჭო(ამოღებულია)
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/03/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება