1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.
2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) უწყებრივი კონცეფცია;
ბ) უწყებრივი სტრატეგია;
გ) დოქტრინა;
დ) პროგრამა.
3.
უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი დამტკიცების წესი განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3505
- 15.07.2020 კანონი №6917
- 31.10.2018 კანონი №3580
- 20.09.2018 კანონი №3456
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები 1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. 2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) უწყებრივი კონცეფცია; ბ) უწყებრივი სტრატეგია; გ) დოქტრინა; დ) პროგრამა. 3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის სფეროშიდაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი მიღებისდამტკიცების წესი განისაზღვრება „თავდაცვისთავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.კოდექსით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/03/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება