1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4.
ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.
6.
უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2609 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4087 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1725 – ვებგვერდი, 21.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6917
- 02.04.2019 კანონი №4397
- 22.12.2018 კანონი №4087
- 31.10.2018 კანონი №3580
- 20.09.2018 კანონი №3456
- 27.06.2018 კანონი №2609
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.11.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები. 6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/03/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება