სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №110 |
|
2015 წლის 12 მარტი ქ. თბილისი |
ა) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1);
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება (დანართი №2).
|
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ვაჟა გელეიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ქეთევან ლომიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
კობა გაბაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ერონული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ემილ წერეთელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მერაბ ჩალათაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
მერაბ გაფრინდაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;
თინათინ შენგელია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
დავით რობაქიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი;
უჩა ზვიადაძე - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ბერდი ზაუტაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
შალვა გეგია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი;
გიორგი მაღალაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების ლაბორატორიის განყოფილების გამგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი;
ნოდარ ქაჯაია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების პროგრამის ხელმძღვანელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი;
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
შორენა იოსებიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
დანართი №2
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო
უწყებათაშორისი კომისიის დებულება
ზოგადი დებულებანი
1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში -კომისია) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) არსებული სათათბირო ორგანო.
2. კომისიის შექმნა და შემადგენლობის დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, წინამდებარე დებულებით.
4. კომისიის ამოცანაა, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის გარდა) მარაგების გამოთვლისთვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება, მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, დასკვნის შემუშავება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისათვის (შემდგომში-მინისტრი) დასამტკიცებლად წარდგენა.
5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე, მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე, ბალანსიდან ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია, კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა.
6. მარაგების დამტკიცება შეიძლება ობიექტის გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, თუ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური პირობები, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა და სხვა.
7. დამუშავების სტადიაზე მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პროცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების, ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილების შემთხვევაში.
8. დამტკიცებული მარაგების გამომუშავების დასრულების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების და რესურსების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა ხდება ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი დასაბუთებული ანგარიშის საფუძველზე.
კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. კომისიის ფუნქციაა განიხილოს და შეაფასოს :
ა) ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი, ლიცენზირებულ ტერიტორიაზე დაძიებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების რაოდენობა, საბადოს გეოლოგიური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინფორმაცია;
ბ) საბადოს მარაგების შესასწავლად (დეტალური ძიება) და მათ საანგარიშოდ (გამოთვლის პროცესი) გამოყენებული მეთოდები და ხერხები;
გ) წარდგენილი ანგარიშის საძიებო მეთოდების შერჩევის სისწორე, მონაცემთა მოპოვების, მათი გაანალიზების, შესწავლის და განზოგადების შედეგების სისრულე და ლიცენზიანტის მიერ გამოტანილი დასკვნის ადექვატურობა;
დ) მარაგების კატეგორიების შესაბამისობა და სანდოობა, შესწავლილი საბადოს სირთულის ჯგუფთან;
ე) გამოთვლილი მარაგების ოდენობის სანდოობა და შესწავლილი რესურსის რეალური ხარისხი;
ვ) წარდგენილი მასალის სისრულე და კომპეტენტურობა;
ზ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ, გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
ა) მოიწვიოს ექსპერტები, დასამტკიცებლად-ჩამოსაწერად წარდგენილი ანგარიშის შესახებ, საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიანტისგან მოითხოვოს საბოლოო დასკვნის გამოსატანად აუცილებელი დამატებითი მასალა;
გ) გასცეს უარყოფითი დასკვნა მარაგების დამტკიცებაზე-ჩამოწერაზე, კომისიისათვის წარდგენილი დასაბუთებული მასალის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.
კომისიის მართვა და საქმიანობის წესები
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს კომისიის სხდომებს, განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს;
ბ) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
გ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.
4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, კომისიის წევრების (გარდა, საჯარო მოხელეებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა) ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. კომისიის თავმჯდომარე განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ანაზღაურებას უზრუნველყოფს სამინისტრო კომისიის მდივნის წადგინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრების, აგრეთვე, „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შრომის ანაზღაურების ოდენობას ადგენს მინისტრი, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
7. „დამოუკიდებელ ექსპერტს“ აქვს იგივე ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რაც კომისიის წევრებს. „დამოუკიდებელი ექსპერტი“ ინარჩუნებს ანონიმურობას და არ ახმაურებს მის მიერ დაწერილ საექსპერტო დასკვნას ანგარიშის დაცვამდე.
8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
9. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე, კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებას და ხელმოსაწერად გამზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
2. კომისია იკრიბება საჭიროების მიხედვით.
3. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს, დღის წესრიგსა და კომისიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის სამუშაო სხდომამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე, კომისიის მდივანი კომისიის წევრებს უგზავნის ინფორმაციას სხდომის მოწვევის თარიღის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების მასალებს.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი მონაწილეობას იღებდა განსახილველად წარდგენილი კონკრეტული მარაგების მომზადების პროცესში, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, მას აღარ აქვს კომისიის სხდომაზე ხმის მიცემის უფლება.
7. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კომისიის წევრების ლიცენზიით განსაზღვრული ობიექტის ადგილზე გასვლა.
9. კომისიის სხდომები, განსახილველი საკითხების კონფიდენციალობის გათვალისწინებით, მიმდინარეობს დახურულად და მისი ოქმი ლიცენზიანტის ნებართვის გარეშე არ გასაჯაროვდება.
10. მარაგების დამტკიცებით-ჩამოწერით დაინტერესებულმა მხარემ კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) ტექსტური მასალა;
ბ) კარტოგრაფიული მასალა;
გ) დანართები;
დ) ტექსტური მასალის შემადგენელი დოკუმენტებია:
დ.ა) სატიტულო ფურცელი;
დ.ბ) შემსრულებელთა სია;
დ.გ) რეფერატი;
დ.დ) ანგარიშის შინაარსი;
დ.ე) შესავალი;
დ.ვ) საბადოს რაიონის ადმინისტრაციული მდებარეობა, ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება და ინფრასტრუქტურა;
დ.ზ) რაიონის მოკლე, მაგრამ სრული გეოლოგიური დახასიათება;
დ.თ) საბადოს გეოგრაფიული და გეოტექტონიკური მდებარეობა;
დ.ი) საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, სამთო ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური პირობები;
დ.კ) საბადოს გეოლოგიური აგებულება;
დ.ლ) სასარგებლო წიაღისეულის ნივთიერი შედგენილობა და ტექნოლოგიური თვისებები;
დ.მ) დანიშნულების მიხედვით, დასინჯვის სახეობები და მათი განხორციელების დასაბუთებული ხერხები;
დ.ნ) სინჯების გამოცდის ძირითადი და საკონტროლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის (რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში), ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის დასახელება, შიდა და გარე კონტროლის მონაცემები, მათი ურთიერთშედარებით მიღებული დასკვნები შემთხვევითი და სისტემატური ცდომილებების შესახებ, მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები;
დ.ო) მათემატიკური მოდელირების გამოყენებული მეთოდები, ხერხები, მათი აღწერა, მიღებული რაოდენობრივი მონაცემების და შედეგების გაშიფვრა;
დ.პ) მათემატიკური მოდელირების მონაცემებზე დაყრდნობით, გამადნების ძირითადი პარამეტრების (სასარგებლო კომპონენტების შემცველობების) რაოდენობრივი მაჩვენებლების მათემატიკური მოლოდინის გამოსათვლელი ხერხების დასაბუთება;
დ.ჟ) თანმდევი კომპონენტების რაოდენობრივი მონაცემები;
დ.რ) მარაგების ანგარიშისათვის გამოყენებული მეთოდის აღწერა და დასაბუთება;
დ.ს) წარდგენილი გამადნებისათვის მიღებული კონდიციების და კიდურა მონაცემების დასაბუთება;
დ.ტ) გამადნების სანდოობის კატეგორიებად დაყოფის დასაბუთება;
დ.უ) მარაგების ანგარიშის სხვადასხვა ფორმულარები, მათ შორის, საბოლოო ფორმულარი;
დ.ფ) საბადოს დამუშავების ეკონომიკური მაჩვენებლები, დამუშავების ტექნოლოგიური სქემა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოთვლები;
ე) კარტოგრაფიული მასალებია:
ე.ა) რაიონის მიმოხილვითი რუკა;
ე.ბ) საბადოს რაიონის მსხვილმასშტაბიანი (1:50000 ან 1:25000) გეოლოგიური რუკა, სტრატიგრაფიული სვეტით, საბადოზე გამავალი, მინიმუმ, ერთი ვერტიკალური ჭრილით და დეტალური პირობითი ნიშნებით;
ე.გ) საბადოს დეტალურ გეოლოგიურ რუკა მასზე გამადნებული სხეულის შემოკონტურებით (მასშტაბი 1:10000-დან 1:1000-მდე, გამადნების სირთულის მიხედვით), UTM-WGS84 საკოორდინატო სისტემაში;
ე.დ) რამდენიმე გეოლოგიური ჭრილი, ჭრილების მეთოდით, მარაგების ანგარიშის შემთხვევაში კი, მოცემული უნდა იყოს მარაგების ბლოკების შემოსასაზღვრად გამოყენებული ყველა ჭრილი, მათზე სამრეწველო გამადნების შემოკონტურებით;
ე.ე) მარაგების ანგარიშის სქემა, სამთო საძიებო გამონამუშევრების და საძიებო ჭრილების დატანით და მადნიანი ბლოკების შემოკონტურებით;
ვ) დანართები უნდა შეიცავდეს:
ვ.ა) ყველა საძიებო გამონამუშევრის დასინჯვის სქემას ცალ-ცალკე, მასზე გამადნებული ნაწილის გამოყოფით და დასინჯვის მონაცემების ჩვენებით;
ვ.ბ) სამთო გამონამუშევრების პასპორტებს (ჭრილებს);
ვ.გ) სამთო გამონამუშევრების კოორდინატთა უწყისს (საჭიროების შემთხვევაში, გამადნებული სხეულის საგებისა და სახურავის გადაკვეთების ჩვენებით);
ვ.დ) წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ასლს და სალიცენზიო პირობებს;
ვ.ე) ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების დამოწმებულ ამონაწერს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ძალაში რჩება მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების დამტკიცების შემთხვევაშიც, იმ სპეციფიკური კარტოგრაფიული უზრუნველყოფით (ძირითადად, საცდელი ამოტუმბვების მონაცემების გრაფიკული ასახვა), რაც სავალდებულოა, მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშისთვის.
12. სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წარსადგენი დოკუმენტაციიდან გამონაკლისის დაწესების შესახებ.
13. კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ლიცენზიანტი.
14. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ლიცენზიანტს მოსთხოვოს, დამატებით ჩაატაროს და კომისიას წარუდგინოს გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის მასალები, რომლებიც საჭიროა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, ტიპის, ხარისხის და თანმდევი კომპონენტების დასადგენად.
15. ზემოთ ჩამოთვლილი მასალები სრული სახით წარდგენილი უნდა იქნეს ხუთ ეგზემპლარად. კომისიას უნდა წარედგინოს დასამტკიცებელი-ჩამოსაწერი მასალის მოკლე დახასიათებაც საავტორო ცნობის სახით და სრული მასალის ელექტრონული ვერსია კომისიის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
16. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისია, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე, დასკვნას შეიმუშავებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
17. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, კომისია თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდომის ოქმს), სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში წარუდგენს მინისტრს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშების თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით/ჩამოწერით დაინტერესებულ პირს გადაეცემა მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.
18. კომისიის დადებითი დასკვნა არის წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველი.
19. კომისიის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ ვადაში, კომიისის სხდომის სრული ოქმი და დაუმტკიცებელი ანგარიშის, ასევე, ჩამოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი ანგარიშის თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა დაუმტკიცებელი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.
კომისიის პასუხისმგებლობა
ა) მინერალური ნედლეულის დამტკიცებული მარაგის დასაშვები ცდომილების ფარგლებში, უტყუარობაზე, განხილული გეოლოგიური ანგარიშის ხარისხსა და კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების დროულ განხორციელებაზე;
ბ) მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული და გამოთვლილ/გადათვლილ მარაგებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვაზე.
კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების
შეტანის წესი
1. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
+
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე:
+
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №188 დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №233 – ვებგვერდი, 28.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №446 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №589 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №449 - ვებგვერდი, 03.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივნისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 07.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №280 – ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №498 – ვებგვერდი, 29.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №664 – ვებგვერდი, 09.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 14.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივნისის დადგენილება №284 – ვებგვერდი, 16.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 16.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №36 – ვებგვერდი, 27.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 09.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №220 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
ა) ნანა ზამთარაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ჩალათაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ქეთევან ლომიძე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი;
დ) ირაკლი ნადარეიშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი;
ე) შორენა იოსებიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი;
ვ) ნინო ჯაფარიძე − სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
ზ) მერაბ გაფრინდაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;
თ) პაატა გაფრინდაშვილი − სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;
ი) ნიკა ბოჭორიშვილი − სსიპ – გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი;
კ) არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი;
ლ) გიორგი მელიქაძე – თსუ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი;
მ) ნინო ჩიქოვანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ნ) ნოდარ ფოფორაძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი;
ო) დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოციირებული პროფესორი.
+
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №280 – ვებგვერდი, 01.06.2018წ.
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება
1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებული სათათბირო ორგანო.
2. კომისიის შექმნა და შემადგენლობის დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. კომისიის ამოცანაა, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის გარდა) მარაგების გამოთვლისთვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება მარაგების დამტკიცების/ ჩამოწერის მიზნით, დასკვნის შემუშავება.
5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე ბალანსიდან ჩამოწერა ხდება სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა.
8. დამტკიცებული მარაგების გამომუშავების დასრულების შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, რომელიც არ დადასტურდა შემდგომი გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ან საბადოს დამუშავების შედეგად, სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა ხდება კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, რომელმაც დაკარგა სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობა, ჩამოწერა ხდება ამ დანართის 21 მუხლით დადგენილი წესით.
9. სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მარაგების დამტკიცებისათვის/ჩამოწერისთვის წარდგენილი გეოლოგიური ანგარიშის შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებითა და წინამდებარე დებულებით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №498 – ვებგვერდი, 29.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №36 – ვებგვერდი, 27.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №248 - ვებგვერდი, 05.08.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №220 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
1. კომისიის ფუნქციაა განიხილოს და შეაფასოს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი, ლიცენზირებულ ტერიტორიაზე დაძიებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების რაოდენობა, საბადოს/საბადოს უბნის შესახებ გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინფორმაცია;
ბ) საბადოს/საბადოს უბნის მარაგების შესასწავლად და მათ საანგარიშოდ გამოყენებული მეთოდები და ხერხები;
გ) წარდგენილი ანგარიშის საძიებო მეთოდების შერჩევის შესაბამისობა, მონაცემთა მოპოვების, მათი გაანალიზების, შესწავლისა და განზოგადების შედეგების სისრულე და ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოტანილი დასკვნის ადეკვატურობა;
დ) მარაგების კატეგორიების შესაბამისობა და სანდოობა, შესწავლილი საბადოს/საბადოს უბნის სირთულის ჯგუფთან;
ე) გამოთვლილი მარაგებისა და რესურსების ოდენობის სანდოობა;
ვ) წარდგენილი ინფორმაციის სისრულე;
ზ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია;
თ) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიში, რომელიც მომზადებულია არსებული ფონდური მასალის ანალიზისა და დამატებითი კვლევების საფუძველზე.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
ა) ცალკეულ შემთხვევაში, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, დასამტკიცებლად/ჩამოსაწერად წარდგენილი ანგარიშის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო დასკვნის გამოსატანად, ლიცენზიის მფლობელისაგან მოითხოვოს პირველადი დოკუმენტაცია-მასალები, მათ შორის, ობიექტის ადგილზე დათვალიერება;
გ) გასცეს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნა მარაგების დამტკიცებაზე/ჩამოწერაზე, კომისიისთვის წარდგენილი მასალის ანალიზის საფუძველზე.
მუხლი 21. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ჩამოწერა სახელმწიფო ბალანსიდან🔗
1. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ჩამოწერა სახელმწიფო ბალანსიდან ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით წარდგენილი დასაბუთებული ანგარიშის ან სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.
2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით ჩამოწერის თაობაზე სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხმობით, რომელსაც შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. ლიცენზიის მფლობელის მიმართვის შემთხვევაში, სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიის ამორიცხვის შესაძლებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრული ფართობიდან. ამასთან, ფართობის ამორიცხვა ხორციელდება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. ჩამოწერა არ გამორიცხავს მომავალში აღნიშნულ რესურსზე სახელმწიფოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.
4. სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესავალს;
ბ) ზოგად ინფორმაციას საბადოს შესახებ;
გ) საბადოს გეოლოგიური შესწავლილობის ისტორიას;
დ) საბადოს გეოლოგიურ აგებულებას;
ე) პირვანდელ ინფორმაციას საბადოს მარაგების შესახებ (ბალანსზე აყვანის დროისათვის);
ვ) მარაგების დინამიკას;
ზ) საბადოს/მისი ნაწილის რუკას X და Y კოორდინატებთან მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;
თ) საბადოს არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციას (აეროფოტოს);
ი) მარაგების ჩამოწერის დასაბუთებას;
კ) დასკვნას.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №248 - ვებგვერდი, 05.08.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №220 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.
გ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.
4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ კომისიის წევრების ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. კომისიის თავმჯდომარე განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ანაზღაურებას უზრუნველყოფს სააგენტო კომისიის მდივნის წადგინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრების, აგრეთვე „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შრომის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სააგენტოს უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
9. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებასა და ხელმოსაწერად მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 16.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №36 – ვებგვერდი, 27.01.2022წ.
4. კომისიის წევრების თანხმობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პირველივე სხდომაზე უყაროს კენჭი წარდგენილ მარაგებს დასამტკიცებლად/ჩამოსაწერად.
5. კომისიის სამუშაო სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე კომისიის მდივანი კომისიის წევრებს უგზავნის განსახილველი საკითხების მასალასა და ინფორმაციას სხდომის მოწვევის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით.
7. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი მონაწილეობას იღებდა განსახილველად წარდგენილი კონკრეტული მარაგების მომზადების პროცესში, მას აღარ აქვს აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება.
8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომები მიმდინარეობს დახურულად. მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, ასევე სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშის განხილვის მიზნით გამართული სხდომის ოქმის ნაწილი, რომელიც მოიცავს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას, ლიცენზიის მფლობელის თანხმობის გარეშე არ გასაჯაროვდება.
10. მარაგების დამტკიცებისათვის/ჩამოწერისათვის ლიცენზიის მფლობელმა კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) ტექსტური მასალა, რომლის შემადგენელი დოკუმენტებია:
ა.ა) სატიტულო ფურცელი;
ა.ბ) შემსრულებელთა სია;
ა.გ) რეფერატი;
ა.დ) ანგარიშის შინაარსი;
ა.ე) შესავალი;
ა.ვ) საბადოს რაიონის ადმინისტრაციული მდებარეობა, ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება და ინფრასტრუქტურა;
ა.ზ) რაიონის მოკლე, მაგრამ სრული გეოლოგიური დახასიათება;
ა.თ) საბადოს გეოგრაფიული და გეოტექტონიკური მდებარეობა;
ა.ი) საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური პირობები;
ა.კ) საბადოს სტრუქტურა და გეოლოგიური აგებულება;
ა.ლ) სასარგებლო წიაღისეულის ნივთიერი შედგენილობა და ტექნოლოგიური თვისებები;
ა.მ) დანიშნულების მიხედვით, დასინჯვის სახეობები და მათი განხორციელების დასაბუთებული ხერხები;
ა.ნ) სინჯების გამოცდის ძირითადი და საკონტროლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის (რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში) ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის დასახელება და აკრედიტაციის სერტიფიკატი, შიდა და გარე კონტროლის მონაცემები, მათი ურთიერთშედარებით მიღებული დასკვნები შემთხვევითი და სისტემატური ცდომილებების შესახებ, მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები;
ა.ო) მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და მათემატიკური მოდელირების გამოყენებული მეთოდები, ხერხები, მათი აღწერა, მიღებული რაოდენობრივი მონაცემებისა და შედეგების გაშიფვრა;
ა.პ) მათემატიკური მოდელირების მონაცემებზე დაყრდნობით, გამადნების ძირითადი პარამეტრების (სასარგებლო კომპონენტების შემცველობების) რაოდენობრივი მაჩვენებლების მათემატიკური მოლოდინის გამოსათვლელი ხერხების დასაბუთება;
ა.ჟ) თანმდევი კომპონენტების რაოდენობრივი მონაცემები;
ა.რ) მარაგების ანგარიშისათვის გამოყენებული მეთოდის აღწერა და დასაბუთება;
ა.ს) მიღებული კონდიციებისა და კიდურა მონაცემების დასაბუთება;
ა.ტ) გამადნების სანდოობის კატეგორიებად დაყოფის დასაბუთება;
ა.უ) მარაგების ანგარიშის სხვადასხვა ფორმულარები, მათ შორის, საბოლოო ფორმულარი;
ა.ფ) საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემა;
ა.ქ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ეკონომიკური მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოთვლები;
ა.ღ) საბადოს ეკოლოგიური პირობები;
ბ) კარტოგრაფიული მასალა, რომლის შემადგენელი დოკუმენტებია:
ბ.ა) რაიონის მიმოხილვითი რუკა;
ბ.ბ) საბადოს რაიონის მსხვილმასშტაბიანი (1:50000 ან 1:25000) გეოლოგიური რუკა, სტრატიგრაფიული სვეტით, საბადოზე გამავალი, მინიმუმ ორი ჭრილითა და დეტალური პირობითი ნიშნებით;
ბ.გ) საბადოს დეტალური გეოლოგიური რუკა (მასშტაბი 1:10000-დან 1:1000-მდე) მასზე გამადნებული სხეულის შემოკონტურებით;
ბ.დ) რამდენიმე გეოლოგიური ჭრილი, ჭრილების მეთოდით მარაგების ანგარიშის შემთხვევაში კი, მოცემული უნდა იყოს მარაგების ბლოკების შემოსასაზღვრად გამოყენებული ყველა ჭრილი, მათზე სამრეწველო გამადნების შემოკონტურებით;
ბ.ე) მარაგების ანგარიშის სქემა, სამთო საძიებო გამონამუშევრებისა და საძიებო ჭრილების დატანითა და მადნიანი ბლოკების შემოკონტურებით;
ბ.ვ) ყველა კარტოგრაფიული მასალა მიბმული და შესრულებული უნდა იყოს UTM-WGS84 საკოორდინატო სისტემაში;
გ) დანართი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
გ.ა) სამთო გამონამუშევრების პასპორტებს (ჭრილებს);
გ.ბ) ყველა საძიებო გამონამუშევრის დასინჯვის სქემას ცალ-ცალკე, მასზე გამადნებული ნაწილის გამოყოფითა და დასინჯვის მონაცემების ჩვენებით;
გ.გ) სამთო გამონამუშევრების კოორდინატთა უწყისს (საჭიროების შემთხვევაში, გამადნებული სხეულის საგებისა და სახურავის გადაკვეთების ჩვენებით);
გ.დ) წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ასლსა და სალიცენზიო პირობებს;
გ.ე) ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების დამოწმებულ ამონაწერს.
101. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით წარდგენილი ანგარიში, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა მოიცავდეს:
ა) ამოსარიცხი ტერიტორიის (ტერიტორიის ამორიცხვის შემთხვევაში) X და Y კოორდინატებს, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;
ბ) დასაწყობების ტერიტორიის X და Y კოორდინატებს, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი კომპეტენტური პირის (JORC, CIM, SAMREC, PERC) მიერ გაცემულ დასკვნას სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის თაობაზე.
11. მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
12. მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
13. მადნეულ საბადოებზე მარაგების დამტკიცების მიზნით ანგარიშის წარდგენისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსით ან სხვა საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ით განსაზღვრული მოთხოვნები.
14. სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიში კომისიის მდივნის მიერ გადამოწმდება დამატებითი კვლევების არსებობაზე და ამის შემდეგ წარედგინება კომისიას განსახილველად.
15. კომისია განიხილავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშს და გასცემს რეკომენდაციას ამ ტერიტორიაზე გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების გაგრძელებაზე.
16. კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ლიცენზიის მფლობელი.
17. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ ჩამოწერის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მიზნით კომისიისთვის წარდგენილი ანგარიში მომზადებული უნდა იყოს კვალიფიციური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სამთო-გეოლოგიური/ჰიდროგეოლოგიური დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამთო გეოლოგიური/ჰიდროგეოლოგიური სამრეწველო ტიპის საბადოზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო (შესასრულებელი სამუშაოების მსგავსი) გამოცდილება.
18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ანგარიშს დაურთოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
19. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, დამატებით ჩაატაროს და კომისიას წარუდგინოს გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის მასალები, რომლებიც საჭიროა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, ტიპის, ხარისხისა და თანმდევი კომპონენტების დასადგენად. ამასთან, კომისიას უფლება აქვს, გამოითხოვოს ჩატარებული კვლევების პირველადი დოკუმენტაცია-მასალები.
20. სრული სახით, ზემოთ ჩამოთვლილი მასალების ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები წარდგენილი უნდა იქნეს სამ ეგზემპლარად. კომისიას უნდა წარედგინოს განსახილველი მარაგების ანგარიშის მოკლე დახასიათება, საავტორო ცნობის სახით, ბეჭდური და ელექტრონული ვერსია (CD დისკი) − თითოეული სამ ეგზემპლარად.
21. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე დასკვნას შეიმუშავებს ამ მუხლის მე-10 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარდგენიდან სამი თვის ვადაში.
22. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, კომისია თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდომის ოქმს) სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში წარუდგენს სააგენტოს უფროსს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამდივნოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით/ჩამოწერით დაინტერესებულ ლიცენზიის მფლობელს გადაეცემა სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.
23. კომისიის დადებითი დასკვნა არის წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის/ჩამოწერის ერთადერთი საფუძველი.
24. კომისიის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ამ მუხლის 22-ე პუნქტით დადგენილ ვადაში, კომიისის სხდომის სრული ოქმი და დაუმტკიცებელი ანგარიშის, ასევე ჩამოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი ანგარიშის თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოსა და სააგენტოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა დაუმტკიცებელი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან.
25. კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნული რეკომენდაცი(ებ)ის გათვალისწინება ლიცენზიის მფლობელისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.
26. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, პლენარული სხდომისთვის წარადგინოს სამუშაო სხდომაზე კომისიის წევრების მიერ მიცემული შენიშვნებისა და პასუხების ელექტრონული და ბეჭდური ვერსია.
27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია/ანგარიში კომისიის სამდივნოს მეშვეობით ყოველკვარტალურად წარედგინება სამინისტროს არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №498 – ვებგვერდი, 29.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №211 – ვებგვერდი, 14.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 09.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №248 - ვებგვერდი, 05.08.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №220 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.
მუხლი 5🔗
კომისია პასუხისმგებელია:
ა) მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების სიზუსტეზე, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, განხილული გეოლოგიური ანგარიშის ხარისხსა და კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების დროულ განხორციელებაზე.
კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
2. კომისიის დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №110. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.018495.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 17 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №110, 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018495 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2770461/