„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები“ დანართი N1 და დანართი N2 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. „ნიჩბიანი ნავი, მოტონავი - რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის - ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
2. თევზსაჭერი გემი, ტენდერი, სწრაფმავალი კატარღა, სასეირნო კატარღა, პატარა და დიდი იახტები და ყველა სხვა ტიპის გემი, რომელიც 300რტ-ზე ნაკლებია, გარდა ზომამცირე გემებისა და სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო გამოყენებითი დანიშნულების გემებისა - რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნა, კერძოდ ფიქსირებული ულტრა მოკლე ტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება - ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. „სამაშველო ტივის - არქონის შემთხვევაში ცურვის რაიონი შეიზღუდოს 6 საზღვაო მილამდე - არაკონვენციური გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები - ამოქმედდეს ყველა გემის მიმართ გარდა ტენდერების, სწრაფმავალი კატარღების, სასეირნო კატარღების,იახტებისა.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ.“ |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“, №01, 17.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2773354-2/