„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები თანდართული დანართების შესაბამისად: |
ა)
„ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 1); |
ბ)
„ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2); |
გ)
„გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 3); |
დ)
„კარდიოლოგია“ (დანართი 4); |
ე)
„კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 5); |
ვ)
„კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 6); |
ზ)
„ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 7); |
თ)
„ნეონატოლოგია“ (დანართი 8); |
ი)
„რადიოლოგია“ (დანართი 9); |
კ)
„საოჯახო მედიცინა“ (დანართი 10). |
2.
საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია (შემდგომში - პროფესიული კომპეტენცია) მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას. |
3.
საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. |
4.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნდა შესაბამისი სპეციალიზაციით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ენიჭება საბჭოს მიერ. |
5.
საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო. |
6.
სპეციალიზაციის პროგრამ(ებ)ის, ასევე, გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურს(ებ)ის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია პროგრამ(ებ)ის/კურს(ებ)ის ფარგლებში მომზადებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შესახებ (სახელის, გვარის, პროგრამის/კურსის დასახელების, პირადი ნომრის მითითებით) პროგრამის/კურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. |
7.
საბჭო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოიცავს: |
ა)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც სპეციალიზაცია მიენიჭათ საბჭოს მიერ ან გაიარეს სპეციალიზაციის შესაბამისი პროგრამა; |
ბ)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც გაიარეს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი. |
8.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების/ საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭებისთანავე. |
9.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. |
10.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“, №01-8/ნ, 30.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016321 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2773713-1/