„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (12)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები თანდართული დანართების შესაბამისად: |
ა)
„ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 1); |
ბ)
„ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2); |
გ)
„გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 3); |
დ)
„კარდიოლოგია“ (დანართი 4); |
ე)
„კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 5); |
ვ)
„კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 6); |
ზ)
„ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 7); |
თ)
„ნეონატოლოგია“ (დანართი 8); |
ი)
„რადიოლოგია“ (დანართი 9); |
კ)
„საოჯახო მედიცინა“ (დანართი 10); |
ლ)
„გასტროენტეროლოგია“ (დანართი 11); |
მ)
„ნევროლოგია (დანართი 12); |
ნ)
„პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 13); |
ო)
„რევმატოლოგია“ (დანართი 14); |
პ)
„ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ (დანართი 15); |
ჟ)
„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი 16); |
რ)
„ნეფროლოგია“ (დანართი 17); |
ს)
„ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ (დანართი 18); |
ტ)
„ფსიქიატრია“ (დანართი 19); |
უ)
„ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 20); |
ფ)
„თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 21); |
ქ)
„ინფექციური სნეულებები“ (დანართი 22); |
ღ)
„რადიაციული ონკოლოგია“ (დანართი 23); |
ყ)
„სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 24); |
შ) „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 25);
ჩ) „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 26); ც) „უროლოგია“ (დანართი 27); ძ) „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 28); წ) „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 29); ჭ) „კარდიოქირურგია“ (დანართი 30); ხ) „ზოგადი ქირურგია“ (დანართი 31). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-21/ნ- ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 13.04.2016წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 10.11.2016წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №01-9/ნ - ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.08.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-119/ნ- ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
2.
საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია (შემდგომში - პროფესიული კომპეტენცია) მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას. |
3.
საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში – საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
4.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნდა შესაბამისი სპეციალიზაციით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ენიჭება საბჭოს მიერ. |
5.
საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო. |
51.
სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსის გავლა შესაძლებელია აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (მ.შ. აფილირებულ/ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში), რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 13.04.2016წ. |
6.
სპეციალიზაციის პროგრამ(ებ)ის, ასევე, გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურს(ებ)ის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია პროგრამ(ებ)ის/კურს(ებ)ის ფარგლებში მომზადებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შესახებ (სახელის, გვარის, პროგრამის/კურსის დასახელების, პირადი ნომრის მითითებით) პროგრამის/კურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. |
7.
საბჭო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოიცავს: |
ა)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც სპეციალიზაცია მიენიჭათ საბჭოს მიერ ან გაიარეს სპეციალიზაციის შესაბამისი პროგრამა; |
ბ)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც გაიარეს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი. |
8.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების/ საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭებისთანავე. |
9.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. |
10.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისბრძანება №01-8/ნ
2015 წლის 30 მარტი ქ. თბილისი საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა) „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 1);
ბ) „ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2);
გ) „გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 3);
დ) „კარდიოლოგია“ (დანართი 4);
ე) „კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 5);
ვ) „კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 6);
ზ) „ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 7);
თ) „ნეონატოლოგია“ (დანართი 8);
ი) „რადიოლოგია“ (დანართი 9);
კ) „საოჯახო მედიცინა“ (დანართი 10);
ლ) „გასტროენტეროლოგია“ (დანართი 11);
მ) „ნევროლოგია (დანართი 12);
ნ) „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 13);
ო) „რევმატოლოგია“ (დანართი 14);
პ) „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ (დანართი 15);
ჟ) „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი 16);
რ) „ნეფროლოგია“ (დანართი 17);
ს) „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ (დანართი 18);
ტ) „ფსიქიატრია“ (დანართი 19);
უ) „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 20);
ფ) „თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 21);
ქ) „ინფექციური სნეულებები“ (დანართი 22);
ღ) „რადიაციული ონკოლოგია“ (დანართი 23);
ყ) „სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 24);
შ) „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 25);ც) „უროლოგია“ (დანართი 27);
ძ) „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 28);
წ) „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 29);
ჭ) „კარდიოქირურგია“ (დანართი 30);
ხ) „ზოგადი ქირურგია“ (დანართი 31).
ჩ) „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 26);
ც) „უროლოგია“ (დანართი 27);
ძ) „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 28);
წ) „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 29).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის ბრძანება №01-21/ნ- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 13.04.2016წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №01-45/ნ - ვებგვერდი, 10.11.2016წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №01-9/ნ - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-119/ნ- ვებგვერდი, 29.11.2019წ.
2. საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია (შემდგომში - პროფესიული კომპეტენცია) მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას.
3. საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში – საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №01-10/ნ - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
4. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნდა შესაბამისი სპეციალიზაციით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ენიჭება საბჭოს მიერ.
5. საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო.
51. სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსის გავლა შესაძლებელია აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (მ.შ. აფილირებულ/ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში), რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 13.04.2016წ.
6. სპეციალიზაციის პროგრამ(ებ)ის, ასევე, გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურს(ებ)ის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია პროგრამ(ებ)ის/კურს(ებ)ის ფარგლებში მომზადებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შესახებ (სახელის, გვარის, პროგრამის/კურსის დასახელების, პირადი ნომრის მითითებით) პროგრამის/კურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. საბჭო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოიცავს:
ა) ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც სპეციალიზაცია მიენიჭათ საბჭოს მიერ ან გაიარეს სპეციალიზაციის შესაბამისი პროგრამა;
ბ) ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც გაიარეს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი.
8. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების/ საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭებისთანავე.
9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“, №01-8/ნ, 30.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016321 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2773713-6/