მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №02 |
|
2015 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
|
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის,
დაკისრებისა და აღსრულების წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ორგანიზაციის და/ან მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მზღვეველმა და/ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა:
ა) დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, სამსახურის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე–2 მუხლით;
ბ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
3. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი.
4. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი მზღვეველისათვის გაცნობისთანავე.
5. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
6. მზღვეველისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
7. ამ წესის შესაბამისად მზღვეველის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობისა და/ან სამსახური მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის ფულადი ნაწილის არსებობისა და/ან განთავსების მოთხოვნის დარღვევის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა და/ან სამსახური დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში სამსახური წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა მოქმედი წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების ერთობლიობის დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
4. სამსახურისათვის საფინანსო, სტატისტიკური და სხვა ფინანსური ანგარიშგების ფორმებში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. სამსახურისთვის წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილების და/ან სამსახურის მითითებით დამატებითი ინფორმაციის სამსახურისათვის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
7. მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების სადაზღვევო რეზერვებთან ზღვრული თანაფარდობის მოთხოვნების დარღვევისას მზღვეველი ჯარიმდება თითოეული ასეთი დარღვევის ფაქტისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარით ან ლიკვიდური აქტივების დანაკლისის ოდენობის 2%-ით, იმის გათვალისწინებით, რომელი ოდენობაც უდიდესია.
8. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, მზღვეველი ჯარიმდება, დარღვევის დღისათვის თითოეული დარღვეული პარამეტრის ოდენობის 5%-ით, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
9. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, ამ სახეობაში ახალი ვალდებულების აღების შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება (ბრუტო) საგარანტიო/სადაზღვევო თანხის 5%-ის, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
10. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის ან მასში შემავალი კომპონენტების (წესის დანართების შესაბამისად) და ანალიზური სისტემის არარსებობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
11. კანონმდებლობით, სამსახურის წესებით, ინსტრუქციებით, დებულებებით, დადგენილებებით, წერილობითი მითითებებით განსაზვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის თითოეულ შემთხვევაზე, მზღვეველი ჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარით, დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისთვის;
ბ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა) გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 200 (ორასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) გარიგების (ოპერაციის) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ) მზღვეველი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
1. სამსახური უფლებამოსილია გაათავისუფლოს მზღვეველი უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ:
ა) მზღვეველის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მზღვეველი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან, თუ:
ა) შესაძლებელია მზღვეველის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) შესაძლებელია მზღვეველი გახდეს გადახდისუუნარო;
3. სამსახური აგრეთვე უფლებამოსილია მზღვეველი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან, თუ:
ა) მზღვეველის ადგილზე შემოწმების შედეგად სამსახურის შემოწმების აქტით განისაზღვრა სატატისტიკური და ფინანსური ანგარიშგების ფორმებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მოიცავს შემოწმების შემდგომ პერიოდს და მზღვეველს წარდგენილი აქვს სამსახურისათვის;
ბ) მზღვეველის მიერ წარმოდგენილი წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დასაზუსტებელია ყოველწლიური ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენის შემდგომ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმები.
4. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მზღვეველის გათავისუფლების შესახებ სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.
+
№02
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №02
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102–ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.(დანართი №1)2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102–ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
1. დამტკიცდეს მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.(დანართი №1)
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი
+
ა) დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, სამსახურის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე–2 მუხლით;
ა) დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, სამსახურის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე–2 მუხლით;
ბ) დაარღვია “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 30.12.2020წ.
11. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის სამსახურის მიერ განსაზღვრულ კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან ან გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობასთან (მაჩვენებელთან) მიმართებაში დანაკლისის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
3. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების და ინფორმაციის ერთობლიობის დამტკიცებული ფორმით წარუდგენლობა.
31. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში არასრულად წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.
4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, ან შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
51. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შემოწმების ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
71. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, მზღვეველის მიერ ერთ რისკთან მიმართებაში აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალურ ოდენობასა და მის მიერ უკანასკნელი თარიღით გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას შორის კანონმდებლობით დაწესებული თანაფარდობის დარღვევისას, მზღვეველი დაჯარიმდება დარღვეული პარამეტრის ოდენობის 2% - ით, მინიმუმ 2000 (ორი ათასი) ლარის, მაგრამ არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა.
8. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის დღისთვის დარღვეული პარამეტრის ოდენობის 5%-ით, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა.
10. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის ან მასში შემავალი კომპონენტების (წესის დანართების შესაბამისად) და ანალიზური სისტემის არარსებობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
12. სამსახურში, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სხვა ინფორმაციის არაზუსტად ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 4 მაისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 თებერვლის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №57 - ვებგვერდი, 25.08.2023წ.
მუხლი 3. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სსიპ –საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური)/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის🔗
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი ან/და მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/ განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (ასევე მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;
დ) სიცოცხლის დაზღვევით (საინვესტიციო ხასიათის) მოსარგებლის/სავარაუდო მოსარგებლეთა წრის (მათ შორის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ე) მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;
ზ) გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) მზღვეველის ადგილზე შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;
ლ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ლ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ლ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ნ) მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტების სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ო) სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
პ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ჟ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არქონის, შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
რ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.06.2017წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 14 ივლისის ბრძანება №20 - ვებგვერდი, 17.07.2017წ .
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 31 იანვრის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 01.02.2024წ.
მუხლი 31. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის “მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის
მზღვეველი ინსტრუქციით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების ეტაპისათვის დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპისათვის, დადგენილი თითოეული მოთხოვნის დარღვევის შეთხვევაში – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) ინსტრუქციით გათვალისწინებული მომხმარებლის განცხადების/გამოხატული უკმაყოფილების პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) პრეტენზიის შესწავლის შედეგების შესახებ მომხმარებლისათვის ინსტრუქციით დადგენილი პასუხის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) სამსახურში მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგების ფორმაში პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამასთან, ამ ნორმის მიზნებისთვის მიუთითებლობად არ ჩაითვლება უკმაყოფილებისათვის პრეტენზიად კვალიფიცირების ვალდებულების დარღვევა.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 თებერვლის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.
4. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მზღვეველის გათავისუფლების შესახებ სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2024.
- როდის იქნა მიღებული „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №02. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016010.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“, №02, 17.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2774218/