საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამო­წერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.03.2015 ბოლო ცვლილება 29.04.2025
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
020080160.35.132.016254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
29.04.2025
2
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, ˂sup˃125˂/sup˃3 მუხლით, 135-ე და ˂sup˃135˂/sup˃1 მუხლებით 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, ˂sup˃125˂/sup˃3 მუხლით, 135-ე და ˂sup˃135˂/sup˃1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
27.11.2023

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 19 მარტი

ქ. ბათუმი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125​3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 125​3 მუხლის, 209​3 მუხლის მე-2 ნაწილის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240​1 მუხლის, 242–ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

+
მუხლი 1. დამტკიცდეს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი 1-ისა;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი 2-ისა;

   გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, თანახმად  დანართი 3-ისა;

   დ)  საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა,  თანახმად  დანართი 4-ისა;

   ე) დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად  დანართი 5-ისა;

   ვ) დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი 6-ისა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 15 ივლისის №41 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი
+



         დანართი №1

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
მუხლი 1
1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.

   2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განსაზღვრული პარკირების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ.

+
მუხლი 2
საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ავსებს  ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი.
+
მუხლი 3
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ჩადენისას თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი) პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

   2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო  ქვითრის (ოქმის) ყუა.

+
მუხლი 4
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით.

  2. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.  

  4. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

+
მუხლი 5
1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.

2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს:

ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო;

გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე -  ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი;

დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი;

ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი;

ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა;

თ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი;

ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა;

კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

6. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა. 

7. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით.

8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი - საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

+
მუხლი 6
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.

+
მუხლი 7
1. პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოში (თანამდებობის პირთან).

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
დანართი №2

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მზადდება სამართალსუბიექტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

  2. საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

   3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) პოლიგრაფიული წესით დაიტანება უწყვეტი თანმიმდევრობის, ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6-ციფრიანი ნომერი.

  4. დამზადებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.


+
მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.

   2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

   3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.


+
მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი
1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №4 დანართში.

   2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ.  დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის ,,შენიშვნის“ გრაფაში.

  3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).

  4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 


+
მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2.  გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №5 დანართით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია №6 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ  წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

4. გამოსაყენებლად უვარისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



+
დანართი №3

ნაწილი I.                                                               საჯარიმო ქვითარი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000

 

 

 

სატრანსპორტო საშუალების ნომერი:                                                      სამართალდარღვევის თარიღი, დრო:

სატრანსპორტო საშუალების მარკა:                                                         სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა:

                                                                                                                         ქვითრის ჩაბარების ფორმა:

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:

დარღვევის არსი:

სასკ-ის

შენიშვნა:

                                                                                                                           უფლებამოსილი პირი:

ჯარიმის ოდენობა:

                                                                                                                           _________________________________

                                                                                                                           (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

 

 

დამრღვევის სახელი, გვარი: --------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი: --------------------------------------------- პირადი № -----------------------------------------------------

დამრღვევის ახსნა-განმარტება:-----------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------- დამრღვევის ხელმოწერა ----------------------------------------

მოწმე ან სხვა მონაწილე პირი: ----------- მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა ------------------------

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 

ნაწილი II.    საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ყუა

(ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ და რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

                                                                                                                                                                       № 000000000

 

 

 

__________________________________

გადამხდელის სახელი, გვარი

 

 

__________________________________

გადამხდელის მისამართი

 

__________________________________                                                   __________________________________

სახაზინო კოდი                                                                                                           ჯარიმის ოდენობა

 

__________________________________                                                       __________________________________

გადამხდელის ხელმოწერა                                                                                 მიმღები მოლარის ხელმოწერა

 

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ---------------- .


ცხელი ხაზი:
დამკვეთი:                                                                                          დამამზადებელი:
მისამართი:                                                                                         სფს-ს რეგისტრაციის №
 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
 

დანართი №4


საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის

 ჟურნალი


№ 

გაცემის თარიღი

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) №

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  მიმღები პირი

შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  N

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმო წერა

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმო წერა

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმო წერა

1     

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


+
 დანართი №5
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის

აქტი N

ქ. ბათუმი __  ________ 20__   წელი


საჯარიმო ქვითრის (ოქმის)   

 N

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის

საფუძვლები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:


საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი:                                             ________________


საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე 
პასუხისმგებელი პირი:                                                                                        ----------------------

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული 
პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“  
დირექტორი:                                                                                                           ------------------------

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.


+
 

 დანართი №6

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი)

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი


№

დაბრუ ნების თარიღი

ჩამოწერის აქტის №

საჯარიმო

ქვითრის

(ოქმის) ინდივი დუალური №

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამბრუნებელი პირი

დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები პირი

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1    

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამო­წერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“, №8, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.132.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2778619-2/