ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2015 ბოლო ცვლილება 01.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.128.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 6 აპრილი

დ. ხარაგაული

 

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.  ნებართვის მოსაკრებლის  (შემდგომში – მოსაკრებელი) ოდენობა განისაზღვროს:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობაზე, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარი;

ბ) სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის  2 ლარი;

გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის  1 ლარი;

დ) საკურორტო ზონაში, სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის   2.5 ლარი;

ე) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის,  პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის   4 ლარი;

ვ) საკურორტო ზონაში, სამრეწველო   ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის   5 ლარი;

ზ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:

ზ.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი,

ზ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,

ზ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) მოსაკრებლის   გადამხდელები   არიან   ფიზიკური   ან/და  იურიდიული   პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0.5 ლარს და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

გ) სოაციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც  იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით ) განესაზღვროს ერთ  სულ მოსახლეზე  0,2  ლარი  თვეში   და  ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 

დ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ  ნარჩენებზე. 

ე) ინდმეწარმეებისათვის 20 ლარი  ერთ კუბურ მეტრ  ნარჩენებზე.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

ა)  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას  ლატარიების, აზარტული  და  მომგებიანი თამაშობებით და ასეთი  საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვით რეგულირებას;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:

გ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

დ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;

ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კვარტალში – 250 000 ლარი;

ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.

თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 06.12.2018წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 09.10.2020წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 02.11.2020წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №4 -  ვებგვერდი, 05.02.2021წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი15/03/2012)
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №16, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804610-5/