ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
- ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ 05.03.2012
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2015 წლის 6 აპრილი დ. ხარაგაული |
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 1 ლარით;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 ლარით.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/ და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური პირისათვის განისაზღვრება 0.5 ლარის ოდენობით;
გ) იურიდიული პირისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 15 ლარით.
დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0.5 ლარის ოდენობით, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 25 ლარით
ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143 – 173 კმ. გზის ) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა 1 მ 3 ნარჩენზე განისაზღვროს 25 ლარით.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით) აზარტული, აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
ბ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 30 000 ლარი;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 12%.
ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 11 000 ლარი.
|
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. ნებართვის მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) ოდენობა განისაზღვროს:
ა) ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობაზე, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარი;
ბ) სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 ლარი;
გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარი;
დ) საკურორტო ზონაში, სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2.5 ლარი;
ე) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი;
ვ) საკურორტო ზონაში, სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 ლარი;
ზ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:
ზ.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი,
ზ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,
ზ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0.5 ლარს და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
გ) სოაციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით ) განესაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,2 ლარი თვეში და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
დ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
ე) ინდმეწარმეებისათვის 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვით რეგულირებას;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
გ) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
დ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კვარტალში – 250 000 ლარი;
ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.
თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.
ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 06.12.2018წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 09.10.2020წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 02.11.2020წ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 05.02.2021წ.
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი15/03/2012)
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 06.04.2015. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.128.016217.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №16, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804610/