ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს:
ა) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს;
ბ) იმ პირის მიმართ, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წელი არ შესრულებია;
გ) თუ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ან უმოქმედობის ჩამდენი პირი შეურაცხია;
დ) თუ პირი უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა;
ე) თუ მიღებული ამნისტიის აქტი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ვ) თუ გაუქმდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
ზ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები;
თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ ამხანაგურ სასამართლოს მასალები იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა) გადასცა, რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;
ი) თუ პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა;
კ) თუ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 2886 მუხლით დადგენილ ვადაში;
ლ) საურავის დარიცხვის შემთხვევაში, თუ საჯარიმო ქვითარი არ ჩაბარებულა ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2012
წლის 20
მარტის
კანონი №5916 – ვებგვერდი, 30.03.
2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.07.2020 კანონი №7059
- 25.03.2013 კანონი №4
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №ას-1442-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 425 ცალი ე.წ. „მაინერი“, ასევე ამოღებულ იქნა ამავე სოფელში ვ.დ–ის საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო…
- საქმე №ბს-1287(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…საქმე კოლეგიის მიერ 07.02.2007 წელს №4/884-07 საქმეზე მიღებული დადგენილება, რომლითაც მოსარჩელის მიმართ ერთხელ უკვე იქნა შეფარდებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, თუმცა სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული…
- საქმე №ბს-63(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობა.
- საქმე №ბს-426(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
23), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს პირის გარდაცვალების შემდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის აუცილებლობას, და შესაბამისად, უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობას, აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტების ბათილად ცნობის ინტერესი მოსარჩელეს არ გააჩნია.
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი…
- საქმე №ბს-422(ს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №ბს-54(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ას-522-499-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ბს-765-761(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2018
- საქმე №ბს-1061-1055(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2018
- საქმე №ბს-333-331(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2017
- საქმე №ბს-253-250(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2012
- საქმე №ბს-126-125(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2012
- საქმე №ბს-1222-1208(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2012
- საქმე №ბს-1370-1353(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2012
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №ბს-347-336(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №ბს-1442-1400(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2009
- საქმე №ბს-770-739(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2008
- საქმე №ბს-593-565(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2008
- საქმე №050210015001068231 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №330310016001244990 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.02.2018
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310015001143674 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №330310018002445897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №010310117002035340 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება