ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ღიად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების აღმზრდელობითი და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს უშუალოდ შრომით კოლექტივებში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1635-1589(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2009
კასატორის განმარტებით, პატრულ-ინსპექტორმა არ დაიცვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე და 234-ე მუხლების მოთხოვნები და ვარაუდზე დაყრდნობით გადაწყვიტა საქმე. პირველ ინსტანციაში მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, გარდა იმ მოწოდებისა, რომ პატრულ-ინსპექტორის მიმართ ნდობის ხარისხი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქისა, რასაც იურიდიულად გამართლება არა აქვს.
- საქმე №ბს-308-448-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2004
…თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი უნდა შედგეს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ან საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება