1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
2. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
3. სამართალდარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4191 – სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.359
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №273
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(43)
- საქმე №ბს-377(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…რომლისთვისაც ნკანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ადსკ-ის მე-10 მუხლი), ხოლო ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებსაც ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
- საქმე №ბს-504-504(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე, 237-ე, 264-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
- საქმე №ბს-1311(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
კასატორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 236-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების პირველ მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო…
- საქმე №ბს-1469(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
…გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი,…
- საქმე №ბს-411-408(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 230-ე, 236-ე, 264-ე მუხლების, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64.1, მე-13, 1-ლი, მე-2 მუხლების საფუძველზე, კასატორმა მიიჩნია,…
- საქმე №ბს-467-455(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2014
- საქმე №ბს-785-769(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №ბს-585-575(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №ბს-1853-1807(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2011
- საქმე №ბს-1725-1679(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2009
- საქმე №ბს-1078-1040(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2009
- საქმე №ბს-1398-973(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
- საქმე №330310017001840034 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №330310016001577942 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №330310018002340859 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310118002638025 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №330310017002199867 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330310016001586968 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №050310018002626094 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №010310116001499166 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310017002184400 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2018
- საქმე №010310017002003757 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.09.2018
- საქმე №330310016001422189 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
- საქმე №330310016001420775 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.07.2018
- საქმე №330310017002151023 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №330310017002061763 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №330310116001275737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №330310016001413868 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.04.2018
- საქმე №330310016001225377 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №010310017002142018 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330310019002909973 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №330310018002704830 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330310018002567651 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №050310018002626094 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330310118002638025 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017002161879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330310016001577942 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330310018002504711 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 43-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება