1. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც კანონითა და მართლშეგნებით ხელმძღვანელობს, მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება საქმის ყველა გარემოების ერთობლივ, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
2. მტკიცებულე
ბის შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №273
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-504-504(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე, 237-ე, 264-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
- საქმე №ბს-585-575(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
სამართლებრივი: მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლს, ასევე არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 237-ე, 264-ე, 236-ე მუხლები. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მოყვანილი გარემოებები და არ შეისწავლა და…
- საქმე №ბს-1315-1274(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2009
კოდექსის 237-ე და 2341 მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგილზე განხილულ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ…
- საქმე №330310018002340859 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
…და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს…
- საქმე №330310118002638025 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.05.2019
სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით,…
- საქმე №330310017002199867 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №050310018002626094 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330310018002264258 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №010310116001499166 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310017002119621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310118002313468 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №010310017002003757 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.09.2018
- საქმე №330310017002151023 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №330310017002061763 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №330310019002909973 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №050310018002626094 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330310118002638025 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310016001577942 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330310016001563840 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2018
- საქმე №010310116001617037 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 16.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება