ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად;
ბ) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;
გ) სამართალდარღვევის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენა;
დ) სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა;
ე) სამართალდარღვევის არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენა;
ვ) სამართალდარღვევის პირთა ჯგუფის მიერ ჩადენა;
ზ) სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა;
თ) სამართალდარღვევის სტიქიური უბედურების პირობებში, სხვა საგანგებო გარემოების დროს ჩადენა;
ი) სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;
კ) სამართალდარღვევის დაზარალებულის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენა;
ლ) სამართალდარღვევის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1382 – ვებგვერდი, 04.03.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.03.2026 კანონი №1382
- 06.02.2025 კანონი №273
- 30.11.2018 კანონი №3774
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-803-767(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2010
…დარღვევას. შემოწმება განხორციელდა ერთდროულად, ერთიდაიგივე სუბიექტის (შპს “...”) მიმართ, მანამდე შპს “...” მიმართ არც ასეთ დარღვევას და მის გამოვლენას და არც სამართალდარღვევისათვის რაიმე სანქციის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად ერთგვაროვანი სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ითვლება, თუ პირს უკვე დადებული აქვს სახდელი.
- საქმე №ბს-1258-1202(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
ვინაიდან დავა აღძრულია კანონმდებლობაში ადმინისტრაციული გარიგების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღების შემდეგ, განსახილველი დავის განსჯადობის საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს სასკ-ის 35-ე მუხლის დებულება, რომლის მიხდვით ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
- საქმე №ბს-1004-962(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
ვინაიდან დავა აღძრულია კანონმდებლობაში ადმინისტრაციული გარიგების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღების შემდეგ, განსახილველი დავის განსჯადობის საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს სასკ-ის 35-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული უნდა იყოს ადმინიტსრაციული სამართალწარმოების წესით.
- საქმე №ბს-1547-1477(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2009
ვინაიდან დავა აღძრულია კანონმდებლობაში ადმინისტრაციული გარიგების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღების შემდეგ, განსახილველი დავის განსჯადობის საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს სასკ-ის 35-ე მუხლის დებულება, რომლის მიხდვით ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
- საქმე №ბს-231-225(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2009
შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად განემორებით ჩადენაში იგულისხმება ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
- საქმე №ბს-343-476-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2005
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება